საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებმა 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადიაზე პირველი მარცხი განიცადა და ლიდერთა შვიდეულიდან მყის 25-ე ადგილამდე დაქვეითდა.
მე-6 ტურში ქართველი მოჭადრაკეები ერთ-ერთ ფავორიტად მიჩნეულ
ბაადურ ჯობავამ (2713) შაჰრიარ მამედიაროვთან (2743) წააგო, გაიოზ ნიგალიძემ (2542) – რაუფ მამედოვთან (2659), ხოლო კონსტანტინე შანავამ (2563) – ელტაჯ საფარლისთან (2649). ერთადერთი ყაიმი მიხეილ მჭედლიშვილმა (2618) გააფორმა ტეიმურ რაჯაბოვთან (2724).
შედეგად, აზერბაიჯანის ნაკრებმა 3.5:0.5 მოიგო და ახლა, 11 ქულით კუბელებთან ერთად ლიდერობს, მათ კი კვალში რუსეთის, ჩინეთის, სერბეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, უნგრეთის, სომხეთის და რუმინეთის გუნდები უდგანან.
მე-7 ტურში საქართველოს ნაკრები, რომელსაც 9.0 ქულა გააჩნია, საფრანგეთის ძლიერ გუნდს დაუპირისპირდება და კვლავაც ურთულესი პარტიები ელის. ყველაზე დიდ ინტერესს კუბის და აზერბაიჯანის პაექრობა იწვევს.
მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხა საქართველოს ქალთა ნაკრებმა, რომელმაც
სხვა საქმეა, რომ მოულოდნელ მარცხს ვერ ამჯერად გადავურჩით. ნინო ბაციაშვილმა (2435) მასზე გაცილებით დაბალი დონის მეტოქე კატრინა სკინკესთან (2217) წააგო.
ქალთა ნაკრებმა თავი 9.0 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-10 პოზიციაზეა. 12-12 ქულით ჩინეთი და რუსეთი ლიდერობენ, 11 ქულა აქვს პოლონეთს, 10-10 ქულა კი საფრანგეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ინდონეზიას, აშშ-ს და სომხეთს გააჩნიათ.
მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთს გაეჯიბრება, ცენტრალური კი ჩინეთის და რუსეთის დაპირისპირება იქნება.