მოლდოვის საფეხბურთო კლუბ “შერიფის” სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილი, ტირასპოლელთა ოფიციალურ ვებგვერდს ფეხბურთელთა შერჩევისას კლუბის სტრატეგიაზე და ამ პროცესის დროს არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.
- სასელექციო სამუშაო რას შეიცავს?
- სასელექციო სამუშაოს მიზანი გუნდში სუსტი ადგილების აღმოფხვრაა. ისეთი ფეხბურთელები უნდა მოვძებნოთ, რომლებსაც გუნდის თამაშის გაძლიერება შეუძლით და თავის პოზიციებზე სხვებზე ძლიერები არიან.
- გულშემატკივრები გარკვეულწილად უკმაყოფილონი არიან. გუნდიდან მოთამაშეთა მთელი ჯგუფი წავიდა, ხოლო კონტრაქტები არავისთან გაფორმებულა...
- მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით დღე და ღამე ვმუშაობთ. თუ ჩვენგან ვინმე მიდის, მის ადგილზე ახალი ფეხბურთელი აუცილებლად მოვა. კარგი მოთამაშის პოვნა ადვილი არაა, მაგრამ ვცდილობთ. ისეთ ფეხბურთელებს ვეძებთ, რომლებიც თავს წასულებზე უკეთ წარმოაჩენენ.
- შეკრების დროს, ფეხბურთელის რა თვისებებს ითვალისწინებთ?
- ამა თუ იმ პოზიციაზე, ფეხბურთელის აუცილებელ თვისებებს მთავარი მწვრთნელი განსაზღვრავს. ჩვენ მას ბოლომდე ვენდობით. საერთოდ, თითოეულ მწვრთნელს თამაშის საკუთარი ხედვა და მუშაობის თავისი სპეციფიკა აქვს. ამ ეტაპზე, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ისეთი ფეხბურთელები შევარჩიოთ, რომლებიც ჩვენი მთავარი მწვრთნელი მიხარია სტოიკიცეს მუშაობის სპეციფიკას შეესაბამებიან.
- სასელექციო მუშაობის დროს რა პრობლემები წარმოიშვება?
- ჩვენ ძალიან ბევრ ფეხბურთელს გვთავაზობენ, რომელთა უმრავლესობა “შერიფის” დონეს არ აკმაყოფილებს. ამიტომ, ამ მოთამაშეებიდან მათ ვირჩევთ, ვისაც გუნდის გაძლიერება რეალურად შეუძლია. ეს ადვილი არაა. ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციაა. აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ და არა რაოდენობაზე. ჩვენი სასელექციო სამუშაოს მიზანია, რომ ისეთი მოთამაშეები მოვძებნოთ, რომლებიც ჩემპიონატის მოგებასა და წინსვლაში დაგვეხმარებიან.
- “შერიფს” მოთამაშეები რა პოზიციაზე სჭირდება?
- ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ თითოეული რგოლი გავაძლიეროთ – მეკარის, დაცვის, ნახევარდაცვის, თავდასხმის. ამას ყოველთვის დადებითი ეფექტი მოაქვს. გუნდში მოსული ძლიერი მოთამაშეები, ადგილზე მყოფთა პროგრესს ხელს უწყობენ.
- ზამთარში ბევრი ფეხბურთელის მიწვეას აპირებთ?
- ძნელია საუბარი თუ რამდენ ფეხბურთელს მივიწვევთ ახლა თუ ზამთარში. მთავარია, რომ ადგილზე არ ვდგავართ და მუდმივად ძებნის პროცესში ვიმყოფებით, რათა ვისაც ვიპოვით გუნდი რეალურად გააძლიერონ.
თარხნიშვილი სელექციაზე აქტიურად მუშაობს