სამშაბათს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელს ვაჟა ტაბატაძეს ოპერაცია გაუკეთეს. ქუთაისური საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდს აცნობა, რომ 3-საათიანმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
“ტორპედო” მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ თავდამსხმელსა და ამჟამად, თურქული “ქასიმფაშას" მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს გაწეული დახმარებისთვის.