ფეხბურთი

18:57 | 7.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი კარიერას “აინტრახტში” გააგრძელებს

 

 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ტობიას ვაისი, რომლის სატრანსფერი უფლებები “ჰოფენჰაიმს” ეკუთვნის, კარიერას ფრანკფურტის “აინტრახტში” გააგრძელებს.

“აინტრახტის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაისი ფრანკფურტში იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს, რის შემდეგ, ფეხბურთელი კლუბთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ვაისი და გერმანიის ნაკრების ყოფილი მეკარე ტიმ ვიზე “ჰოფენჰაიმის” პირველ გუნდს ჩამოაშორეს. ვაისმა ბოლოს ბუნდესლიგაში გასული წლის 27 მაისს ითამაშა.




 

0.115306