ფეხბურთი

21:57 | 6.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაიდენფელერს კარიერის დასრულება “დორტმუნდში” სურს

“დორტმუნდის” 34 წლის მეკარემ, რომან ვაიდენფელერმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კარიერის დასრულება “სიგნალ იდუნა პარკზე” სურს.

“ერთი შეხედვით, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. მაგრამ, მე მსურს, რომ კიდევ რამდენიმე წელი ვითამაშო აქ და შემდგომ კარიერა დავასრულო. რასაკვირველია, კლუბს თავისი აზრი აქვს, მაგრამ ჩემი სურვილი ბოლომდე “დორტმუნდში” თამაშია”. მე გამოვიარე ცუდი პერიოდი აქ ყოფნისას და ახლა, როცა კარგი მომენტია კლუბში, რატომ არ უნდა ვისიამოვნო ამით?”. – განუცხადა ჟურნალისტებს ვეტერანმა კიპერმა.

ვაიდენფელერი “დორტმუნდში” 2002 წლიდან თამაშობს და 353 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გერმანული კლუბის რიგებში ორჯერ ბუნდესლიგა და სუპერთასი, ხოლო ერთჯერ გერმანიის თასი მოიგო. 2012/2013 წლების სეზონში ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, თუმცა მისი გუნდი ფინალში “ბაიერნთან” დამარცხდა. 
 
ირაკლი ალიმბარაშვილი

0.118056