გერმანული “დორტმუნდის” მეკარე რომან ვაიდენფელერი “ნაპოლისთან” მატჩში (1:2) წესების დარღვევისთვის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამის შესახებ უეფას ოფიციალური საიტი იუწყება.
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ სასჯელის კიდევ უფრო დამძიმება საჭირო არაა. ამრიგად, დორტმუნდელთა კარის დარაჯი “მარსელთან” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩს გამოტოვებს.
სავარაუდოდ, ფრანგებთან დაპირისპირებაში, იურგენ კლოპი ავსტრალიელ მიტჩელ ლანგერაკს ენდობა.