ფეხბურთი

18:57 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაიდენფელერმა “დორტმუნდთან” გაახანგრძლივა

გერმანული “დორტმუნდის” კარის დარაჯმა, რომან ვაიდენფელერმა კლუბთან ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

“დორტმუნდის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვაიდენფელერი, რომელიც ამჟამად 32 წლისაა, კლუბში 2016 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ვაიდენფელერი “დორტმუნდში” 2002 წლიდან თამაშობს. გერმანული გუნდის მაისურით მას 312 მატჩი აქვს ჩატარებული. მიმდინარე სეზონში, ვაიდენფელერმა 46-ჯერ ითამაშა და 49 გოლი გაუშვა. 

0.112349