დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალური დირექტორი – ჰანს-იოაჰიმ ვაცკე გუნდიდან მარკო როისის შესაძლო წასვლის შესახებ ჭორებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ფეხბურთელი დორტმუნდში ბედნიერია და წასვლას არსად აპირებს.
ვაცკეს კომენტარს ცნობილი გერმანული გამოცემა Kicker ავრცელებს:
“ზაფხულში უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ როისი კლუბს არ შეიცვლის. მარკო მომავალ სეზონშიც “ბორუსიას” ფეხბურთელი იქნება.
მისი შეძენის მსურველებს შეუძლიათ, წინადადებებით არ მოგვმართონ. ჩვენ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ და დარწმუნებული ვარ, შეთანხმებას მივაღწევთ.” – განაცხადა ვაცკემ.
შეგახსენებთ, რომ როისის შეძენა “ბარსელონას”, მიუნხენის “ბაიერნსა” და “ლივერპულს” სურთ.
როისს ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.
ლევან გოგოტიშვილი