ძიუდო

17:24 | 29.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

უზნაძემ თბილისური 28 ჩამოწერა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ თბილისის საერთაშორისო ტურნირზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. 2-3 თებერვალს სპორტის სასახლეში გაშლილ ტატამზე ერთი თვის წინ ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატის მედალოსნებით დაკომპლექტებული გუნდი გავა. ნაკრების თავკაცმა გამონაკლისი მხოლოდ გუნდის ორი გამოცდილი წევრისთვის - ავთანდილ ჭრიკიშვილისა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანისთვის (90 კგ) დაუშვა. მათ ნაცვლად თბილისურ ტურნირზე ლაშა ზურაბიანი (81 კგ) და ჯუმბერ გიგაური (90 კგ) იჭიდავებენ.
“ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი 9-10 თებერვალს გასამართ პარიზის დიდ სლემზე იჭიდავებენ. ლაშა შავდათუაშვილიც ფრანგული ტურნირით გახსნის სეზონს. სულ პარიზში თოთხმეტი სპორტსმენით ჩავალთ, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ სამის ვინაობაა ცნობილი. საბოლოო განაცხადს თბილისური ტურნირის - ევროპის ღია პირველობის შედეგების მიხედვით შევავსებ. საკუთარ კედლებში საქართველოს ნაკრები ტრადიციულად 4 შემადგენლობით გამოვა და ტრადიციულადვე, თავის გამოჩენის შანსი ეროვნული პირველობის ჩემპიონ-პრიზიორებს მიეცემათ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ირაკლი უზნაძემ.

ევროპის ღია პირველობა. თბილისი. 2-3 თებერვალი
საქართველოს ნაკრები

60 კგ
ვაჟა მარგველაშვილი
ამირან პაპინაშვილი
პაატა მერებაშვილი
გიორგი ბროლაშვილი

66 კგ
ტრისტან ფეიქრიშვილი
მინდია ლილუაშვილი
ვანო თოთლაძე
თორნიკე თათარაშვილი

73 კგ
ნუგზარ ტატალაშვილი
არსენ მაჭარაშვილი
ზებედა რეხვიაშვილი
გიორგი პაპუნაშვილი

81 კგ
პაატა ღვინიაშვილი
ლევან წიკლაური
იოსებ ჩილინდრიშვილი
ლაშა ზურაბიანი

90 კგ
ზვიად გოგოჭური
ლაშა ტაველური
ბექა ღვინიაშვილი
ჯუმბერ გიგაური

100 კგ
გიორგი ნოზაძე
გიორგი ქავთარაძე
დავით ლორიაშვილი
ლაშა გურული

+100 კგ
ლევან მატიაშვილი
ადამ ოქრუაშვილი
გიორგი ზაქარიაძე
ონისე ბუღაძე

ოთარ მაღლაკელიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08978