ძიუდო

12:15 | 14.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

უზნაძემ შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ის 9 სპორტსმენი დაასახელა, რომლებიც 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე რიო-დე-ჟანეიროში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ორ-ორი ძიუდოისტი მოხვდა 73 და 81 კგ. წონით კატეგორიებში. სასიხარულოა ლევან წიკლაურის მწყობრში ჩადგომა, რომლის მომავალ ტურნირზე ასპარეზობაც, ტრავმის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

60 კგ. – ამირან პაპინაშვილი

66 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი

73 კგ. – ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

81 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური

90 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი

100 კგ. – ლევან ჟორჟოლიანი

+100 კგ. – ადამ ოქრუაშვილი

აქვე დავძენთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყვარელს 15 აგვისტოს დატოვებს, 17-ში კი ბრაზილიაში გაემგზავრება და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იქ გააგრძელებს.

0.113489