ჩოგბურთი

15:12 | 1.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

უზბეკეთში უდანაკარგოდ დავიწყეთ

უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე პირველი რაუნდის მატჩები სამმა ქართველმა ჩოგბურთელმა ჩაატარა და სამივემ გამარჯვება იზეიმა.
კვალიფიკაციის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა სოფო შაფათავამ შვედეთის სახელით მოთამაშე ანა ბრაჟნიკოვა 6:1, 6:3 დაამარცხა, ასევე საკვალიფიკაციო ბადიდან “გამოსულმა” ეკატერინე გორგოძემ კი ინდოელი პრერნა ბჰამბრი 6:0, 6:1 გაანადგურა. რაც შეეხება სოფო ქვაცაბაიას, მან ყირგიზ ბერმეტ დუვანაევას 6:4, 6:2 სძლია.
საწყისი რაუნდის მატჩები ჯერაც გასამართი აქვთ მანანა შაფაქიძესა და თათია მიქაძეს. პირველი უზბეკ ალისა ოგოროდოვას შეერკინება, მეორე კი – კიდევ ერთ მასპინძელ ლოლა აზიმოვას.
წყვილთა ტურნირში მე-4 ნომრად განთესილმა მიქაძემა და შაფათავამ შაფაქიძესა და რუს კულიკოვას 6:2, 6:2 მოუგეს, გორგოძე და ქვაცაბაია კი უზბეკურ-ყირგიზულ დუეტს (კოლესნიჩენკო-პალკინა) დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი და მეორე ჩოგნები ანა ტატიშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა შესაბამისად, იტალიასა და სლოვენიაში იმყოფებიან.
რომის 50-ათასიან ტურნირში ჩართული ტატიშვილი ერთეულთა გათამაშებაში პირველ შეხვედრას მე-3 ნომრად მიჩნეულ ავსტრალიელ ელენა დოკიჩთან გამართავს. წყვილებში პირველი რეიტინგის მქონე ქართველმა და არგენტინელმა ირიგოენმა იტალიური ტანდემთან (დენტონი-ვაიდეანუ) უშანსოდ 1:6, 2:6 წააგეს.
მარიბორის ასევე 50-ათასიან ტურნირზე კალაშნიკოვა მე-5 რეიტინგის მქონე რუს ევგენია როდინას გაეჯიბრება, წუვილებში კი ოქსანა და რუსი ბოვინა ბრძოლაში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაებმებიან.  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095928