ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგ სათამაშო დღეს მხოლოდ სამი მატჩი ჩატარდა და სამივე ძალიან უხვქულიანი გამოდგა.
კალიფორნიული დერბი სამარცხვინოდ დასრულდა კვლავაც კობი ბრაიანტის გარეშე მოთამაშე “ლეიკერსისთვის”. “კლიპერსმა” თანაქალაქელს ბოლო 7 მატჩიდან მე-6 მოუგო და თანაც, აღნიშნული სარეკორდო სხვაობით გააკეთა.
გუნდების ბოლო მატჩში, რომელიც 10 იანვარს შედგა, “ლეიკერსი” 87:123 განადგურდა, ამჯერად კი, კობის გუნდმა კიდევ უფრო დიდი შოკი მიიღო – 94:142.
48-ქულიან გამარჯვებაში ლამის “კლიპერსის” ყველა მოთამაშემ თანაბარი წვლილი შეიტანა. მარტო ის რად ღირს, რომ სტუმართაგან 9 და მეტი ქულა ერთბაშად 9 (!) კალათბურთელმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი კი ოთხმა მათგანმა შეასრულა.
ბრძოლა არ შედგა ლიგის შარშანდელი ფინალისტების ბრძოლაში. “სპურზმა” საკუთარ კედლებში “ჰითი” მიიღო და უბერებელი ტიმ დანკანის (23 ქულა, 11 მოხსნა) მეთაურობით, შანსი არ დაუტოვა – 111:87. მაიამელები დასკვნითი მეოთხედის წინ მხოლოდ 8 ქულას აგებდნენ, თუმცა, გადამწყვეტ ჟამს მასპინძლების სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.
გამორჩეული დღე ჰქონდა “ფინიქს სანზის” შემტევ მცველ ჯერალდ გრინს, რომელმაც კარიერისთვის სარეკორდო 41 ქულა ჩააგდო (მათ შორის 8 სამქულიანი), მისმა გუნდმა კი დასავლეთ კონფერენციის ლიდერ “სანდერსს” 128:122 სძლია.
აღსანიშნავია, რომ გრინმა 41-დან 25 ქულა მე-3 მეოთხედში მოაგროვა, ფინიქსელებმა კი ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 16-ქულიანი ჩამორჩენა “ამოუქაჩეს”.
ოკლაჰომელები მარცხისგან ვერც იმ ფაქტმა იხსნა, რომ კევინ დიურანტმა და რასელ უესტბრუკმა ჯამში 70 ქულა ჩააგდეს, ამ უკანასკნელს კი სამმაგ დუბლამდე თითო მოხსნა-პასი დააკლდა.
მაიამი: ბოში (24 ქ. 7 მ.), ჯეიმსი (19 ქ. 8 მ. 7 პ.), უეიდი (16 ქ. 7 პ.), ჩალმერსი (5 ქ.), ბატიე; ბიზლი (11 ქ.), ალენი (6 ქ.), ანდერსენი (6 ქ.), კოული, დუგლასი, ლუისი, ჰასლემი, ოდენი.
ფინიქსი –
ფინიქსი: გრინი (41 ქ.), დრაგიჩი (22 ქ.), ფრაი (11 ქ.), ტაკერი (7 ქ. 9 მ.), ლენი (6 ქ.); მარკიფ მორისი (24 ქ.), მარკუს მორისი (15 ქ.), სმიტი (2 ქ. 8 მ.), გუდვინი, რენდოლფი.
ლეიკერსი – კლიპერსი 94:142 (27:29, 13:44, 20:36, 34:33)
ლეიკერსი: გასოლი (21 ქ. 7 მ.), ბეიზმორი (14 ქ. 6 პ.), მარშალი (7 ქ. 7 პ.), მიკსი (7 ქ.), ჯონსონი (2 ქ.); ჰენრი (15 ქ.), კელი (9 ქ.), საკრე (8 ქ.), ბრუკსი (7 ქ.), ფარმარი (4 ქ.).
კლიპერსი: კოლისონი (24 ქ.), გრიფინი (20 ქ. 11 მ. 7 პ.), ბარნსი (17 ქ. 12 მ.), ჯორდანი (14 ქ. 12 მ.), პოლი (13 ქ. 11 პ.); ბულოკი (11 ქ.), გრეინჯერი (10 ქ.), გრინი (9 ქ.), თურქოღლუ (9 ქ. 8 მ.), ჰოლინზი (5 ქ.).
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | ინდიანა | 61 | 43 | 3 | 0 | 15 | 6031:5589 |
2. | მაიამი | 59 | 41 | 2 | 2 | 14 | 6158:5820 |
3. | ტორონტო | 59 | 32 | 1 | 4 | 22 | 5912:5730 |
4. | ჩიკაგო | 61 | 32 | 2 | 2 | 25 | 5692:5633 |
5. | ვაშინგტონი | 61 | 29 | 3 | 6 | 23 | 6141:6089 |
6. | ბრუკლინი | 59 | 28 | 2 | 2 | 27 | 5756:5854 |
7. | შარლოტი | 61 | 26 | 2 | 2 | 31 | 5823:5934 |
8. | ატლანტა | 59 | 23 | 3 | 1 | 32 | 5986:6033 |
9. | დეტროიტი | 61 | 24 | 0 | 3 | 34 | 6147:6310 |
10. | კლივლენდი | 62 | 19 | 5 | 2 | 36 | 6016:6293 |
11. | ნიუ იორკი | 62 | 20 | 2 | 3 | 37 | 6056:6234 |
12. | ბოსტონი | 61 | 19 | 1 | 0 | 41 | 5816:6054 |
13. | ორლანდო | 63 | 18 | 1 | 4 | 40 | 6081:6402 |
14. | ფილადელფია | 61 | 11 | 4 | 1 | 45 | 6088:6769 |
15. | მილუოკი | 60 | 11 | 1 | 5 | 43 | 5633:6127 |
დასავლეთ კონფერენცია
1. | ოკლაჰომა სიტი | 62 | 44 | 2 | 0 | 16 | 6552:6135 | ||
2. | სან ანტონიო | 61 | 43 | 2 | 0 | 16 | 6367:5969 | ||
3. | ჰიუსტონი | 61 | 41 | 1 | 2 | 17 | 6486:6202 | ||
4. | კლიპერსი | 63 | 41 | 2 | 1 | 19 | 6787:6336 | ||
5. | პორტლენდი | 61 | 39 | 3 | 1 | 18 | 6571:6256 | ||
6. | გოლდენ სტეიტი | 62 | 36 | 2 | 2 | 22 | 6402:6112 | ||
7. | ფინიქსი | 61 | 35 | 1 | 2 | 23 | 6437:6264 | ||
8. | დალასი | 62 | 36 | 0 | 1 | 25 | 6477:6349 | ||
9. | მემფისი | 60 | 32 | 2 | 2 | 24 | 5742:5713 | ||
10. | მინესოტა | 60 | 29 | 1 | 1 | 29 | 6369:6140 | ||
11. | დენვერი | 60 | 26 | 0 | 1 | 33 | 6170:6313 | ||
12. | ნიუ ორლეანი | 61 | 22 | 2 | 0 | 37 | 6051:6220 | ||
13. | საკრამენტო | 61 | 19 | 3 | 2 | 37 | 6206:6335 | ||
14. | იუტა | 61 | 20 | 1 | 1 | 39 | 5770:6136 | ||
15. | ლეიკერსი | 62 | 21 | 0 | 1 | 40 | 6289:6661 |