ჩოგბურთი

10:52 | 26.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“უტიტულო” ნადალი

 კატალონიის დედაქალაქში მიმდინარე Barcelona Open Banc Sabadell-ის მეოთხედფინალში რაფა ნადალმა ნიკოლას ალმაგროსთან წააგო და 2003 წლიდან მოყოლებული პირველად დამარცხდა ბარსელონას საჩოგბურთო შეჯიბრებაზე. გუშინდლამდე რაფა კატალონიაში უიღბლოდ 2003 წელს გამოვიდა, როდესაც მეორე წრეში ალექს კორეტხასთან წააგო. მას შემდეგ მოყოლებული კი ბარსელონაში მიჯრით 40 მატჩი ჰქონდა მოგებული. 2004 წლის სეზონიდან მოყოლებული კი ნადალი აპრილში პირველად დარჩა უტიტულოდ. მალიორკელმა წლეულს ვერც მონტე კარლოში იმარჯვა.

“ამგვარია სპორტული ცხოვრება. მომხდარს უნდა შევეგუე და სამომავლო წარმატებისთვის ვიზრუნო. რიტმში უნდა ჩავჯდე, უმთავრესი კი სტაბილურობის მიღწევაა”, - ამბობს ნადალი.

ამასობაში რაფამ დაადასტურა, რომ 20-26 ოქტომბერს როჯერ ფედერერის მშობლიური ქალაქის ბაზელის Swiss Indoors Basel-ის შეჯიბრებაზე იასპარეზებს. წლეულს ამ ტურნირზე მონაწილეობას ფედერერთან ერთად სტანისლას ვავრინკა, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო და ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი მიიღებენ. ბაზელის ტურნირის შარშანდელ ფინალში დელ პოტრომ 3 სეტით ფედერერს მოუგო.

0.131312