ფეხბურთი

10:48 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

უსუარესოდ დარჩენილი “ლივერპული” დაფრინავს

” წლეულს პირველად გავიდა მინდორზე არაჩემპიონის როლში. გასულ ტურში “მანჩესტერმა” მეოცედ მოიგო ქვეყნის პირველობა და თითქოს ბრძოლა დამთავრდა. მაგრამ არც ასეა საქმე, “სიტის” ზურგს უკან “არსენალი”, “ჩელსი” და “ტოტენჰემი” სუნთქავენ. მათ გარკვეულ სიტუაციაში შანსი აქვთ “ქალაქელებს” გაუსწრონ. ასე რომ, მანჩინის შეგირდებს ყურადღება და მობილიზება მართებთ. მანჩესტერელებმა კარგი ორგანიზებულობა გამოავლინეს და ლამაზი გოლებიც გაიტანეს. ჯერ 28-ე წუთზე სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს და ტაბლოზე სერხიო აგუეროს გვარი აინთო. მეორე ტაიმში კი კვლავ გაიბრწყინა ინდივიდუალური ოსტატობით იაია ტურემ, როცა ზუსტი დარტყმით ჩასვა ბურთი იასკელაინენის კარის “ცხრიანში.” თუმცა, სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყურები არ ჩამოუყრიათ და ბოლომდე იბრძოლეს. წამატებულ წუთებზე ენდი კეროლმა ერთი საპასუხო შეაგდო და მეტისთვის “ჩაქუჩებს” უკვე დრო აღარ ჰყოფნიდათ, თორემ, ვინ იცის, რა მოხდებოდა. ასე კი, “სიტიმ” 71 ქულა მოაგროვა და კვლავ ქულათა საკმაო მარაგით უსწრებს კონკურენტებს.

“სიტის” ერთ-ერთ მდევარ “ტოტენჰემს” მაჩანჩალა “უიგანთან” პრობლემები შეექმნა. მართალია თავიდან დაცვისა და მათი ესპანელი მეკარე ხოელის საოცარი შეცდომის წყალობით ბეილმა ანგარიში გახსნა, მაგრამ მერე რობერტო მარტინესის ბიჭებმა “დეზებს” ტოლი არ დაუდეს და მეორე ტაიმის დასაწყისში უკვე 2:1 იგებდნენ. “ტოტენჰემი” ისევ მასპინძელმა ბოისმა გადაარჩინა, რომელმაც ბოლოსკენ საკუთარ კარში შეაგდო ბურთი.

მოიგო ”ევერტონმაც”. ხოლო “ლივერპულმა” “ნიუკასლს” საშინელი დღე აყარა. საოცარია, მაგრამ დისკვალიფიცირებული სუარესის გარეშე “წითლების” თავდასხმა გაცილებით ლაღად და ეფექტურად გამოიყურებოდა. “ჩელსის” შემდეგ “გაცოცხლებულმა” სტარიჯმა და ჰენდერსონმა დუბლები მიითვალეს, ჩინებულად გაირჯა კაპიტანი ჯერარდიც. ბორინიმაც კი გაიტანა. “ნიუკასლი” კი საკუთარ თავს არ გავდა და ამის სიმბოლო გაცეცხლებული დებიუში გახლდათ, რომელიც დამთავრებამდე 15 წუთით ადრე გააძევეს. ამ დამარცხებით “კაჭკაჭებმა” ერთობ გაირთულეს სატურნირო მდგომარეობა.

სიტი – ვესტ ჰემი 2:1 (1:0)

მანჩესტერი. “ეტიჰედი”. 47 189

სიტი: ჰარტი, კომპანი, ლესკოტი, კლიში, საბალეტა, ნასრი (კოლო ტურე 87), ბერი, დავიდ სილვა (მილნერი 78), იაია ტურე, ტევესი (ხავი გარსია 84), აგუერო

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

ვესტ ჰემი: იასკელაინენი, დემელი, ო’ბრაიანი (კარლტონ კოული 81), კოლინზი, რიდი, ნოლანი (ტეილორი 81), ო’ნილი, ჯერვისი, დიამე, ვაჟ ტე (კოლისონი 66), კეროლი

მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 1:0 აგუერო (28), 2:0 იაია ტურე (83), 2:1 კეროლი (90+4)

გაფრთხილება: საბალეტა (78); კეროლი (20), კოლისონი (71), ო’ბრაიანი (78)

მსაჯი: ჰოვარდ უები

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 10(6)-6(3), ჯარიმა: 9-7, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-6, კუთხური: 9-4

 

ევერტონი – ფულემი 1:0 (1:0)

ლივერპული. “გუდისონ პარკი.” 34 563

ევერტონი: ჰოვარდი, იაგიელკა, ბეინსი, დისტინი, პინაარი, ოსმანი, კოულმენი, ფელაინი, მირალასი, ანიჩებე, იელავიჩი (ბარკლი 67)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ფულემი: შვარცერი, სენდეროსი, ჰანგელანდი, მანოლევი, ემანუელსონი, რიჩარდსონი (დაფი 56), კარაგუნისი (როდალეგა 77), ენო, კაჩანიკლიჩი, ბერბატოვი (პეტრიჩი 30), რუისი

მწვრთნელი: მარტინ იოლი

გოლი: 1:0 პინაარი (16)

გაფრთხილება: ოსმანი (86); ენო (30), ემანუელსონი (71), მანოლევი (90+4)

მსაჯი: ჯონ მოსი

ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 10(8)-2(4), ჯარიმა: 12-16, თამაშგარე: 4-4, სეივი: 1-3,  კუთხური: 7-2

 

საუთჰემპტონი – ვესტ ბრომი 0:3 (0:1)

საუთჰემპტონი. “სენტ მერის სთედიუმი.” 31 946

საუთჰემპტონი: ბორუცი, იოშიდა, ჰოიველდი, ფოქსი, კლაინი, დევისი, ლალანა (მაიუკა 69), კორკი (რამირესი 46), შნაიდერლინი, როდრიგესი, ლამბერტი (ჟოზე ფონტე 86)

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ვესტ ბრომი: ფოსტერი, ოლსონი, რიჯუელი, მაკოლი, რიდი, მორისონი (ჯონსი 79), იაკობი, დორანსი, ფორტუნე, ლონგი (როზენბერგი 88), ლუკაკუ (თომასი 85)

მწვრთნელი: სტივ კლარკი

გოლები: 0:1 ფორტუნე (6), 0:2 ლუკაკუ (67), 0:3 ლონგი (77)

გაფრთხილება: ჰოიველდი (28), ფოქსი (54); იაკობი (34), რიჯუელი (64)

გაძევება: ფოქსი (82), რამირესი (70); ფორტუნე (70)

მსაჯი: რობერტ მედლი

ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 4(12)-9 (2), ჯარიმა: 9-11, თამაშგარე: 2-4, სეივი: 3-3, კუთხური: 7-6

 

სტოკი – ნორვიჩი 1:0 (0:0)

სტოკი. “ბრიტანია.” 27 488

სტოკი: ბეგოვიჩი, ჰუთი, უილკინსონი (კამერონი 62), შოუქროსი, შოტონი, ადამი, ველანი (უაითჰედი 65), ნ’ზონზი, კრაუჩი, უოლტერსი, ჯერომი (ეთერინგტონი 79)

მწვრთნელი: ტონი პალისი

ნორვიჩი: ბანი, ვიტაკერი, ბასონგი (პილკინგტონი 86), ბენეტი, მარტინი, ტეტი (ჰულაჰანი 68), სნოდგრასი (ბენეტი 75), ჰაუსონი, ჯონსონი, კამარა, ჰოლტი

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

გოლი: 1:0 ადამი (46)

გაფრთხილება: ნ’ზონზი (27), ჯერომი (32), კრაუჩი (40), უოლტერსი (90+5); ჰოლტი (38), ჯონსონი (90)

მსაჯი: ენტონი ტეილორი

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 4(8)-0(5), ჯარიმა: 10-8, თამაშგარე: 4-1, სეივი: 0-3,  კუთხური: 6-3

 

უიგანი – ტოტენჰემი 2:2 (1:1)

უიგანი. DW. 22 326

უიგანი: ხოელი, ბოისი, ფიგეროა (სტამი 35), შარნერი, ხორდი გომესი (ესპინოზა 80), ბოსეჟური, მაკარტური, მაკარტი, მელონი, კონე, მაკმანამანი (დი სანტო 64)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი, დოუსონი, ნოგტონი (ასუ-ეკოტო 64), უოლკერი, დემპსი, დემბელე (ჰოლტბი 41), პარკერი (ლენონი 74), ჰადლსტოუნი, ბეილი, დეფო

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში  

გოლები: 0:1 ბეილი (9), 1:1 ბოისი (11), 2:1 მაკმანამანი (49), 2:2 ბოისი (ს.კ. 89)

გაფრთხილება: ხორდი გომესი (45+1), დი სანტო (84), შარნერი (90+4); დაუსონი (82)

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ბურთის ფლობა: 35%-65%, დარტყმა: 4(2)-8(7), ჯარიმა: 12-10, თამაშგარე: 1-5, სეივი: 2-5, კუთხური: 3-3

 

ნიუკასლი – ლივერპული 0:6 (0:2)

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.”  52 351

ნიუკასლი: ელიოტი, დებიუში, ტეილორი, იანგა-მბივა, პერჩი (ბენ არფა 46), ჰაიდარა, კაბაიე, გუტიერესი (გუფრანი 46), ტიოტე (ანიტა 65), სისოკო, სისე

მწვრთნელი: ალან პარდიუ

ლივერპული: რეინა, კარაგერი, ჯონსონი, აგერი, ხოსე ენრიკე, დაუნინგი, ჯერარდი (ბორინი 73), ლუკას ლეივა, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (სუსო 84), სტარიჯი (შელვი 85)

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლები: 0:1 აგერი (3), 0:2 ჰენდერსონი (17), 0:3, 0:4 სტარიჯი (54, 60), 0:5 ბორინი (74), 0:6 ჰენდერსონი (76)

გაფრთხილება: დებიუში (21), გუტიერესი (39), ტეილორი (44); სტარიჯი (21), ჯონსონი (41)

გაძევება: დებიუში (75)

მსაჯი: ანდრე მარინერი

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 2(3)-10(1), ჯარიმა: 13-7, თამაშგარე: 2-5, სეივი: 3-2, კუთხური: 5-7

 

28 აპრილი: რედინგი – ქპრ, ჩელსი –სუონსი, არსენალი – მანჩესტერი

29 აპრილი: ასტონ ვილა – სანდერლენდი

 

ბომბარდირები:

24 – რობინ ვან პერსი (2, “მანჩესტერი”)

23 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

19 – გარეთ ბეილი (“ტოტენჰემი”)

 

1. მანჩესტერი 34 27 3 4 78:35 84
2. სიტი
34 21 8 5 61:31 71
. არსენალი 34 18 9 7 65:35 63
4. ჩელსი 33 18 8 7 66:35 62
5 ტოტენჰემი 34 18 8 8 60:43 62
6. ევერტონი 35 15 14 6 52:38 59
7. ლივერპული 35 14 12 9 67:42 54
8. ვესტ ბრომი
34 14 6 14 46:44 48
9. სუონსი 33 10 12 11 43:42 42
10. ვესტ ჰემი
35 11 9 15 41:49 42
11. ფულემი 35 10 10 15 44:53 40
12. სტოკი 35 9 13 13 31:41 40
13. საუტჰემპტონი 35 9 12 14 47:57 39
14. ნორვიჩი 35 8 14 13 33:54 38
15. სანდერლენდი 34 9 10 15 38:45 37
16. ნიუკასლი 35 10 7 18 43:66 37
17. ასტონ ვილა
34 8 10 16 36:63 34
18. უიგანი 34 8 8 18 39:62 32
19. ქპრ 34 4 12 18 29:56 24
20. რედინგი 34 5 9 20 37:65 24
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092137