ფეხბურთი

0:35 | 1.02.2014 | ნანახია 2557 - ჯერ

უსტარიცი “დინამოს” დაემშვიდობა

ურთირთშეთანხმების საფუძველზე, თბილისის “დინამო” 30 წლის ესპანელი ლეგიონერ უსტარიცს დაემშვიდობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დინამოელთა ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ესპანელ ფეხბურთელს “დინამოში” ყველა ტურნირზე 28 ჩატარებული შეხვედრა მოუგროვდა, თუმცა ხშირმა ტრავმებმა ბოლომდე გახსნის საშუალება არ მისცა.

უსტარიცს გასული წლის ნოემბერში მიღებული ტრავმა, იანვარში ისევ გაუმიზეზდა და გარკვეული პერიოდი კვლავ უთამაშებლობა უწევს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:13 | 21.08.2015
gerard888 (1536)

დესტრო სიენაში მაგარი იყო ანუ უფრო დაბალი დონის გუნდებში ქაჩავს.

0.067235
2557