ფეხბურთი

21:37 | 3.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

უშველეთ, გაუწიეთ წინააღმდეგობა “დინამოს”

 

გუშინაც ვწერდით, “დინამოს,” თუნდაც გადახალისების პროცესში მყოფს, წლეულს სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. 5:1 უშუალო კონკურენტთან ნამეტანია. საჩხერელთა მოგების შემთხვევაში ჩემპიონატში რაღაც ინტრიგა მაინც გაჩნდებოდა, ახლა კი თბილისელებს 7-ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ, რომელსაც ძნელად ვინმე შეეთამაშოს. ეს ცუდია. ცუდია უპირველესად დინამოელთათვის, რომლებიც უკვე მომავალი ევროთასებისკენ იყურებიან. კლუბის პრეზიდენტს, რომან ფიფიას ადრეც უთქვამს ჩვენთვის: ვნატრობ, “დინამოს” ერთ-ორი ნაღდი კონკურენტი მაინც ჰყავდესო. მერე აქაური სისწრაფეებიდან ევროპულზე გადართვა ჭირს ხოლმე. არადა, ჩემპიონებს ჯერაც შეთამაშების პრობლემა აქვთ. განსაკუთრებით დაცვაში. ვინც ორივე მატჩი ნახა, დაგვეთანხმება, “სიონისგან” გაშვებული მეორე გოლი და “ჩიხურასგან” მიღებული ერთი საპასუხო, აშკარად მცველების შეუთანხმებლობის მიზეზით გავიდა.

ახლა კი ცალკე ვთქვათ “დინამო”-“ჩიხურას” დაპირისპირებათაAისტორიაზე და ჩისკოზე. ისტორია მდიდარი არ არის, იმიტომ რომ “ჩიხურა” ახლა მკვიდრდება ლიდერებში, მანამდე ელიტისგან შორს იყო. დინამოელები საჩხერელებს ყოველთვის დიდი ანგარიშით უგებენ და ეს ფენომენი ცოტა ძნელი ასახსნელია. შესაძლოა, უხერხული მეტოქის სინდრომთანაც გვქონდეს საქმე. სულ 8-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, აქედან თბილისელებმა 7 მოიგეს და ერთი მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება 31:7 თბილისელთა სასარგებლოდ. 5:0, 5:2, 4:2 აი, წლევანდელ სეზონშიც შინ 6:1, სტუმრად - 5:1.

ცალკე აღსანიშნავია ჩისკოს შედეგიანობა. ესპანელმა საჩხერელებს ჯამში 12 გოლი გაუტანა: სამჯერ ჰეთ თრიქი, ერთხელ დუბლი და ერთხელაც ერთი გოლი. მართალაც გასაოცარი ამბავია.

თუ არ ვცდებით, გია გეგუჩაძემ მორიგი წარმატებული გუნდის შენება დაიწყო. ზესტაფონელებსაც ბევრი ახალწვეული ჰყავთ და შეთამაშებას ჯერ დრო სჭირდება, მაგრამ წლევანდელ სამ მატჩში სამივე მოგება და ბურთების სხვაბა 8:0 ყველაფერზე მეტყველებს.

კრიზისი აქვს გორის “დილას.” ორივე სასტარტო მატჩის წაგება საპრიზო ადგილებზე პრეტენზიის მქონე გუნდისთვის ძალიან ცუდი დასაწყისია. ეგ კი არა, ახლა ზედა ექვსეულში მოხვედრაც კი სანერვიულო გაუხდათ. მათმა დამრიგებელმა რამაზ სოღოლაშვილმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მიმართა გულშემატკივრებს, წაგებებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ქომაგებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა და მდგომარეობის გამოსწორებას შეჰპირდა.

ნულიდან დაიწყო საქმე ქუთაისში მიბრუნებულმა რევაზ ძოძუაშვილმა. და უნდა გენახათ, როგორ ხარობდა კვირას “ტორპედოს” “სიონთან” გამარჯვების შემდეგ. ვითომ მოფერიანდება “ტორპედო”? “მიხიჩას” ეგეთები არ ეშლება ხოლმე და ვნახოთ.

 

მე-20 ტური. 2 მარტი

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:5 (1:3)

გოლები: 0:1 გიორგი პაპუნაშვილი (9), 1:1 გიორგი გაბედავა (21), 1:2 ჩისკო (პენ, 38), 1:3 გიორგი მერებაშვილი (43), 1:4, 1:5 ჩისკო (59, 63) 

სიონი (ბოლნისი) – ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (1:0)

გოლი: 1:0 ვალერი აბრამიძე (42), 1:1 ოთარ კვერნაძე (65), 1:2 მამუკა ღონღაძე (85) 

მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:0

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზესტაფონი 0:2 (0:1)

გოლი: 0:1, 0:2 გიორგი კუხიანიძე (პენ, 28, 56) 

ზუგდიდი – დილა (გორი) 2:1 (0:1)

გოლი: 0:1 ვახტანგ კვარაცხელია (39), 1:1 ლუკა გუგუჩია (54), 2:1 ზვიად სიხარულია (56) 

გურია (ლანჩხუთი) – სპარტაკი (ცხინვალი) 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 თორნიკე თუხარელი (66)

 

1      დინამო (თბ)                                                       20           14           3           3           48:16           45         
2 ჩიხურა 20 11 5 4 39:29 38
3 ზესტაფონი 20 10 4 6 27:15 34
4 გურია 20 10 0 10 23:27 30
5 სიონი  20 8 6 5 25:22 30
6 მეტალურგი 20 8 6 6 25:23 30
7 დილა 20 7 7 6 25:20 28
8 ტორპედო 20 7 5 8 22:26 26
9 ვიტ ჯორჯია 20 7 4 9 25:27 25
10 სპარტაკი 20 5 2 13 16:30 17
11 ზუგდიდი 20 4 5 11 10:28 17
12 მერანი 20 4 3 13 15:37 15

 

 

21-ე ტური. 9 მარტი: გურია – ჩიხურა, სპარტაკი – ზუგდიდი, დილა – ვიტ ჯორჯია, ზესტაფონი – მერანი, მეტალურგი – სიონი, ტორპედო – დინამო

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.111012