სხვა

18:33 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უსაინ ბოლტი კარიერას 2017 წელს დაასრულებს

ცნობილი იამაიკელი მძლეოსანი, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი უსაინ ბოლტი აქტიური სპორტის კარიერას 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს. ამის შესახებ განცხადება თავად ბოლტმა გააკეთა.

„გადაწყვეტილი მქონდა კარიერა 2016 წლის რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დამესრულებინა, მაგრამ ვითვალისწინებ გულშემატკივართა თხოვნას და აქტიურ სპორტში 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დავრჩები...“ - განაცხადა ბოლტმა

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ლეგენდარულმა იამაიკელმა სპორტსმენმა უსაინ ბოლტმა უკვე მოასწრო ოლიმპიადის 6-ჯერ და მსოფლიო ჩემპიონატის 8-ჯერ მოგება. მასვე ეკუთვნის მსოფლიო რეკორდები მძლეოსნობის ისეთ გამორჩეულ სახეობებში, როგორებიც 100 მეტრზე სპრინტი, 200 მეტრზე სირბილი და 4X100 მეტრზე ესტაფეტაა, სადაც წარმატებას თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად მიაღწია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112671