იტალიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო ურუგვაისთან კონფედერაციის თასის მე-3 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ფიფას ოფიციალური საიტის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” 27 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებთან 1/2-ფინალურ მატჩში დაშავდა.
სამედიცინო გამოკვლევამ დაადგინა, რომ მარკიზიოს ფეხი გაუსივდა და მისთვის თამაში არ შეიძლება. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა იტალიელის გამოჯანმრთელება ვერ მოასწრეს.
აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო, ურუგვაისთან დღეს გასამართ მატჩში ვერც ანდრეა პირლო, მარიო ბალოტელი, ინიაციო აბატე და ანდრეა ბარცალი ითამაშებენ.