როგორც მოსალოდნელი იყო, ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა იორდანიის ბარიერი დაძლია და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. სამხრეთამერიკელებმა მეტოქეს პირველ მატჩში 5:0 სძლიეს, საპასუხო შეხვედრა კი, უგოლოდ დასრულდა.
ამრიგად, მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა სრული შემადგენლობა უკვე ცნობილია:
ევროპა: ბელგია, ბოსნია, ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი, ესპანეთი, შვეიცარია.
სამხრეთ ამერიკა: არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, ეკვადორი, ურუგვაი.
აფრიკა: ალჟირი, კამერუნი, კოტდივუარი, განა, ნიგერია.
აზია: ავსტრალია, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა.
კონკაკაფი: კოსტა რიკა, ჰონდურასი, აშშ, მექსიკა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატს ბრაზილიის 12 ქალაქი უმასპინძლებს. ტურნირი 12 ივნისს დაიწყება და 13 ივლისს დასრულდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჟარდიმი ჭკვიანი მწვრთნელია ემერის ნაღდად ჯობია მთელი მონაკო იყიდა არაბმა