ფეხბურთი

20:07 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ურიდიამ რუსეთის პირველ დივიზიონში გაიტანა

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-13 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელშიც ორი ქართველი ფეხბურთელი გოგიტა გოგია და გიორგი ნავალოვსკი თამაშობს, სტუმრად “უფასთან” 0:2 დამარცხდა.

ნავალოვსკიმ სრულად ითამაშა და 28-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო გოგუა სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ იყო.

“სკა-ენერგიას” 20 ქულა აქვს და 19-გუნდიან პირველ დივიზიონში მე-4 ადგილზეა.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” საკუთარ მოედანზე “სიბირს” 4:0 აჯობა. მერაბ ურიდიამ გამარჯვებულთა შორის მოედანზე 90 წუთი დაჰყო და 50-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა. “ნეფტეხიმიკს” 7 ქულა აქვს და ბოლოსწინაა.

ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” შინ მოსკოვის “ტორპედოს” ვერ მოუგო – 0:0. გურამ თეთრაშვილი ვლადივოსტოკელთა სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა. “ლუჩ-ენერგია” 11 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

ორენბურგის “გაზოვიკმა”, რომლის ღირსებასაც ზურაბ არზიანი იცავს, სტუმრად ძერჟინსკის “ხიმკისთან” 0:2 წააგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში არ იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. მის გუნდს 20 ქულა დარჩა და მეხუთეა.

ნალჩიკის “სპარტაკი”იაროსლავლში ადგილობრივ “შინიკთან” 1:2 დამარცხდა. დავით სირაძე და გუჯა რუხაია ნალჩიკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველმა მათგანმა 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 70-ე წუთზე შეცვალეს. სირაძე 90 წუთი გაისარჯა და 74-ე წუთზე თავით ძალიან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეტოქის მეკარემ ბურთი მოიგერია. “სპარტაკს” 12 ქულით მე-17 ადგილი უკავია.


0.124337