ჭადრაკი

0:39 | 2.10.2014 | ნანახია 1397 - ჯერ

ურეკში აჭარლები დაწინაურდნენ

ურეკში გრძელდება საქართველოს საკლუბო ჩემპიონატი ჭადრაკში. მე-5 ტურში ცენტრალური “თბილისის” და “რუსთავის” დაპირსპირება გახლდათ, რომელშიც რუსთაველებმა 3:2 იმარჯვეს.

ბაადურ  ჯობავას (2708) და თამაზ გელაშვილის (2565) პარტია, ისევე, როგორც კოკა შანავას (2550) და ლუკა პაიჭაძის (2543) დაპირისპირება ყაიმით დასრულდა. მიხეილ მჭედლიშვილმა (2603) ლევან ფანცულაია (2590) დაამარცხა, დანარჩენ პარტიებში კი “რუსთავის” წევრებმა იმარჯვეს. ნინო ხურციძემ (2467) სოფიო გვეტაძეს (2361) მოუგო, ირაკლი ბერაძემ კი – ნინო ხომერიკს (2158).

შედეგად, “თბილისი” 6 ქულით მე-5 ადგილამდე დაქვეითდა, რუსთაველებს კი 7 ქულით მე-4 პოზიცია უკავიათ.

ლიდერობა მოიპოვა აჭარის წარმომადგენელმა “ნონამ”, რომელმაც “გორი” 5:0 გაანადგურა და თავი 9 ქულას მოუყარა. 8 ქულით მეორეა “კახეთი”, რომელიც “ქუთაისს” დაუზავდა – 2.5:2.5. ამ უკანასკნელთ 7 ქულით მე-3 პოზიცია უპყრიათ. დღის კიდევ ერთ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს აუტსაიდერები დაუპირისპირდნენ, “გურიამ” “სამეგრელოს” 3.5:1.5 სძლია.

ბოლოსწინა მე-6 ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს შედგება, “რუსთავი” “სამეგრელოს” ეთამაშება, “გორი” – “გურიას”, “ქუთაისი” – “ნონას”, ხოლო “თბილისი” – “კახეთს”.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 05.09.2015
gerard888 (1536)

კარგი ფეხბურთელი იყო მე ძირითადად ბოლტონში მახსოვს.

00:09 | 05.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

ბოლტონში ამის თამაშები მახსოვს,საკმაოდ კაი იგროკი იყო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065576
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1397