ეროვნული საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) “ყველა ვარსკვლავთა კვირეულის” მთავარი მატჩის წინა დღეს მოთამაშეები ერთმანეთს სხვადასხვა სახის კონკურსებში შეეჯიბრნენ.
ჩატენვებში კონკურსის გამარჯვებული “ვაშინგტონ უიზარდსის” გამთამაშებელი ჯონ უოლი გახდა, რომელიც ფინალურ ცდაზე გუნდის თილისმას გადაახტა, მას ბურთი გამოართვა და ფართან ზურგით მყოფმა ჩატენა.
http://www.youtube.com/watch?v=PRYjmBQ2W3s
სამქულიან სროლებში საუკეთესო მაჩვენებელი “
http://www.youtube.com/watch?v=YACpa48ITLc
სნაიპერთა შეჯიბრში წარმატება წილად კრის ბოშის (“მაიამი ჰითი”), დომინიკ უილკინსის და სუინ კეშის გუნდს ხვდა. საინტერესოა, რომ ბოშის სამეულმა შარშანდელ შეჯიბრშიც იმარჯვა, ახლა კი, თავად კრისის მეთაურობით კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. ფლორიდელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბურთი კალათში ცენტრიდან მოათავსა და კევინ დიურანტის გუნდზე (43.6 წამი) გაცილებით უკეთესი შედეგი დააფიქსირა – 31.4 წამი.
http://www.youtube.com/watch?v=QOovL82FdiQ
დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენელმა დემიან ლილარდის (“პორტლენდი”) და ტრეი ბერკის (“იუტა”) წყვილმა იმარჯვა ოსტატობის კონკურსში. ფინალურ ეტაპზე მათ მაიკლ კარტერ-უილიამსს და ვიკტორ ოლადიპოს მხოლოდ 0.1 წამით აჯობეს.
http://www.youtube.com/watch?v=YWbYyto7h7Q
შეგახსენებთ, რომ “ყველა ვარსკვლავთა მატჩთან” დაკავშირებული ღონისძიებები ნიუ ორლეანში მიმდინარეობს, მთავარი მოვლენა – აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების ნაკრებთა მატჩი კი 17 თებერვალს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.