დანიელ სტარიჯის შემდეგ, ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში თამაშის მზადყოფნა კაილ უოკერმაც გამოთქვა.
ამ ორივე ფეხბურთელმა ჩილესთან გამართული ამხანაგური მატჩი ტრავმების გამო გამოტოვა, ახლა კი, თუ მწვრთნელი ინებებს, გერმანელთა წინააღმდეგ ისინი მოედანზე იქნებიან.
Sky Sports-თან საუბარში ორივე მათგანმა აღნიშნა, რომ ტრავმები აღარ აწუხებთ და სათამაშოდ მზად არიან.
“თავს კარგად ვგრძნობ და სათამაშოდ მზად ვარ” - თქვა “ტოტენჰემის” მცველმა, რომელმაც ჩილესთან მატჩის წინ კუნთი დაიზიანა.