ჭადრაკი

13:24 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უნივერსიადაში მოჭადრაკეებიც ჩაერთვნენ

რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს XXVII უნივერსიადის ფარგლებში ასპარეზობა დაიწყეს მოჭადრაკეებმაც.

3 ტურის შემდეგ ქალთა შორის ქულათა მაქსიმუმით ლიდერობენ: ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი, 2531), შენ იანგი (ჩინეთი, 2405), ბახტუაგ მუნგუნტუული (მონღოლეთი, 2452), ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი, 2440) და ირინა ბულმაგა (რუმინეთი, 2403).

ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩება სოფო გურამიშვილი (2421). ჯერჯერობით, 1.5-1.5 ქულა აქვთ აქტივში მერი არაბიძეს (2320) და სალომე სირაძეს (2069).

ვაჟთა შორის დანაკარგის გარეშე მხოლოდ ორი მოჭადრაკე ასპარეზობს: ვლადიმირ ონიშჩუკი (უკრაინა, 2576) და ლი ჩაო (ჩინეთი, 2686).

სხვებთან ერთად, 2.5 ქულით, III-XIV ადგილებს ინაწილებს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე (2497). ვაჟთა ასპარეზობის მე-2 ქართველი მონაწილე გიორგი  მარგველაშვილმა ჯერჯერობით თავი 2.0 ქულას მოუყარა და დამატებითი მაჩვენებლებით 28-ე პოზიციაზეა.

0.115279