ნინო ხურციძემ (2443), რომელიც ქალთა ევროპის XIV ინდივიდუალური ჩემპიონატის 6 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ, მე-7 ტურში თეთრი ფიგურებით რუს ვალენტინა გუნინასთან წააგო და პოზიციები დათმო.
ხურციძეს 5.5 ქულა შერჩა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილზე აღმოჩნდა, წინ კი უნგრელი ტრანგ ჰოანგი (2467) და ხსენებული გუნინა გაიჭრნენ, რომელთა აქტივშიც 6-6 ქულაა.
ლიდერებს 0.5 ქულით, ხურციძის გარდა კიდევ 6 მოჭადრაკე ჩამორჩება, რომელთაგან 3 ქართველია: 3. სალომე მელია (2428); 4. მერი არაბიძე (2320); 5. ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2478);... 7. ნანა ძაგნიძე (2558); 8. ანა მუზიჩუკი (
გასულ ტურში მელია შავი ფიგურებით კოსტენიუკს დაუზავდა, ძაგნიძემ თეთრებით სუატ ატალიკს (EჩU, 2430) სძლია, ხოლო არაბიძემ თეთრებითვე ოლგა გირია (რუსეთი, 2437) დაამარცხა.
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ტურნირზე კიდევ 11 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 14. ბელა ხოტენაშვილი (2512) – 5.0; 18. მაია ლომინეიშვილი (2351) – 5.0; 23. მაკა ფურცელაძე (2349) – 4.5; 28. სოფიკო გურამიშვილი (2421) – 4.5; 53. ნინო ბაციაშვილი (2405) – 4.0; 54. ლელა ჯავახიშვილი (2465) – 4.0 55. სოფიო გვეტაძე (2341) – 4.0; 73. მირანდა მიქაძე (2314) – 4.0; 116. ანა გავაშელი (2170) – 3.0; 120. სოფიო ნიკოლაძე (2163) – 3.0; 123. მადონა ბოკუჩავა (2109) – 3.0;
დღეს, ევროპირველობაზე დასვენების დღეა, 31 ივლისს კი მე-8 ტურის პარტიები შედგება. მომავალი პარტიებიდან რამდენიმეს გამოვარჩევთ: გუნინა – ჰოანგი, მუზიჩუკი-პოგონინა, მელია-ძაგნიძე, ხურციძე-კოსტენიუკი, ხოტენაშვილი-არაბიძე, ლომინეიშვილი-მუზიჩუკი (უკრაინა, 2484);
ევროპის ქალთა XIV ინდივიდუალური ჩემპიონატი 11 ტურად მიმდინარეობს და 3 აგვისტოს დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 10 500 ევროს მიიღებს, მეორე პოზიციაზე გასული – 8 250-ს, მესამეადგილოსანი 6 500 ევროთი დაჯილდოვდება, ჯამში კი თანხა ოც მოწინავე მოჭადრაკეზე გადანაწილდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგ ზღაპარს არ დაუჯეროთ ბიჭებო ხორვატია არიქნება იმ საშინელ მდგომარეობაში რომ მოდუნდეთ1!!!!
ესეც უძლეველი ბერძნები, თუმცა ამხანაგურები არაფერს ნიშნავს.
ჩემის აზრით მთავარი ბრძოლები ჩეხებს, ხორვატებს და პოლონელებს უნდა გაუმართოდ. ესპანელებთან და სლოვენიელებთან არ ღირს ძალების ბოლომდე დახარჯვა მაინც ვერ მოუგებთ.
ვერ მოგებაზეც არ არის ძალები უნდა დავზოგოთ.თამაშები ისე გვაქვს რომ ეგრე მოგვიწევს. ისე ჯობდა პირველი 3-თამაში ამათთან გვქონოდა.