ფეხბურთი

10:10 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: „სევილიასთან“ ერთად მეც გავიზარდე

 უეფას ევროპის ლიგის ჩემპიონ „სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ფინალისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო ორ წელიწადში კლუბთან ერთად თავადაც დაიხვეწა და ევროპის ლიგის ფინალში „ბენფიკას“ დამარცხება გეგმაზომიერი მუშაობის ლოგიკური შედეგი იყო. სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს:

„ფინალში „სევილია“ და „ბენფიკა“ ღირსეულად გავიდნენ და გადამწყვეტი შეხვედრაც ორივე გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა. თამაში ძირითადად თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბოლოს ინიციატივას ჩვენი მეტოქე დაეუფლა. ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, მაგრამ ეს პრობლემა საოცარი თავდადების ხარჯზე მოაგვარეს. მადლობა ბიჭებს ამ საბრძოლო ჟინისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა მეკარეების მწვრთნელებსა და ჩვენს კარის დარაჯ ბეტუს ვუთხრა. ბოლო ორი სეზონი „სევილიას“ ევროტურნირებზე არ უთამაშია, მაგრამ ეს პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა და შედეგიც სახეზეა. ამ ხნის განმავლობაში მეც ბევრი რამ ვისწავლე“ - განაცხადა უნაი ემერიმ, რომელმაც კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

0.105185