კალათბურთი

21:14 | 23.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი “ველურა” “ქუთაისი-2010”-ში რჩება

 

სუპერლიგისა და “ქუთაისი-2010”-ის წამყვანი კალათბურთელი, ფორვარდი გიორგი ბარბაქაძე (უმცროსი “ველურა”) (12.07.91, 203 სმ, 91 კგ.), მინიმუმ 2013-14 წლების სეზონის ბოლომდე ისევ ქუთაისში დარჩენას აპირებს.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ბარბაქაძემ განუცხადა. რაც შეეხება გიორგის უფროს ძმა დათოს, მისი “ქუთაისი-2010”-ში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ გიგი ბარბაქაძე ზედიზედ მესამე სეზონია, “ქუთაისი-2010”-ში თამაშობს და გუნდთან ერთად XX და XXI ეროვნულ ჩემპიონატებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

 

0.130129