ფეხბურთი

18:40 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

უმცროსი აზარი ბელგიაში საუკეთესოდ ცნეს

 

“ზიულტე-ვარეგემის” ნახევარმცველი ტორგან აზარი ბელგიის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ბელგიური ინტერნეტპორტალი nieuwsblad.be იუწყება.

გამოკითხვაში ბელგიის 16 კლუბის 310 ფეხბურთელი მონაწილეობდა და აზარმა 682 ქულა დააგროვა. მიმდინარე სეზონში მან 38 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, ის “ზიულტე-ვარეგემის” ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ბელგიაში საუკეთესოდ უღირებიათ. ტორგენ აზარი “ჩელსის” ნახევარმცველის ედენ აზარის უმცროსი ძმაა და მისი სატრანსფერო უფლებები ლონდონელებს ეკუთვნით, ხოლო ამჟამინდელ კლუბში იჯარი თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116339