ჭადრაკი

0:09 | 24.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა შეივსო

დასრულდა მოჭადრაკე ვაჟთა საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა. აღნიშნული ასპარეზობის დასრულების შედეგად, გამოვლინდა ის 5 საუკეთესო მოჭადრაკე, რომლებიც საქართველოს 2010 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მიიღებენ მონაწილეობას. ესენი არიან: დავით ბენიძე (8 ქულა), გაიოზ ნიგალიძე (7), ბეგლარ ჯობავა (6,5), მალხაზ სულაშვილი (6,5) და ზურაბ ჯავახაძე (6).
ჯავახაძის ჩათვლით, 6-6 ქულა შვიდმა მოჭადრაკემ - ლუკა პაიჭაძემ, სოფო გვეტაძემ, ნიკოლოზ ჩხაიძემ, ოთარ ჯირკვალიშვილმა, ნიკოლოზ შავთვალაძემ და ირაკლი ბერაძემ დააგროვეს, რომელთაგან უკეთესი კოეფიციენტი ჯავახაძეს აღმოაჩნდა და უმაღლესი ლიგის საგზურიც მას ერგო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 2010 წლის ეროვნულ ჩემპიონატში 14 მოჭადრაკე ითამაშებს, რომელთაგან ცხრის ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი. მომავალი წლის ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში ჩატარდება. კონკურსგარეშე დაუშვეს თორნიკე სანიკიძე (საქართველოს ჩემპიონი), მერაბ გაგუნაშვილი (ვიცე-ჩემპიონი), მიხეილ მჭედლიშვილი (ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ბაადურ ჯობავა, ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ გელაშვილი, ლევან ფანცულაია, ზვიად იზორია (რეიტინგის მიხედვით) და გიორგი მარგველაშვილი (საქართველოს ჩემპიონი 20-წლამდელთა შორის).
საქართველოს მოჭადრაკე ვაჟთა პირველი ლიგის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა. დავით ბენიძემ შესანიშნავად იასპარეზა და უმაღლესი ლიგის საგზური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.
მან 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა (7 მოგება, 2 ყაიმი) დააგროვა და უახლოეს მდევარ ნიგალიძეს ერთი ქულით გაუსწრო. ბოლო ტურში ბენიძე მე-4 ადგილზე გასულ სულაშვილს დაუზავდა.
გთავაზობთ ბოლო ტურის ტექნიკურ შედეგებს და საბოლოო სატურნირო მდგომარეობას:
დავით ბენიძე (7,5 ქულა) – სულაშვილი (6) 0,5:0,5; პაიჭაძე (6) – ნიგალიძე (6) 0:1; ჯობავა (5,5) – გიგა ყუფარაძე (5,5) 1:0; ჯავახაძე (5,5) – ჯირკვალიშვილი (5,5) 0,5:0,5; იური ჩიქოვანი (5) – შავთვალაძე (5) 0:1; ჩხაიძე (5) – დავით ლომსაძე (5) 1:0; მიხეილ ჯამაგიძე (5) – ირაკლი ბერაძე (5) 0:1; გიორგი ხელაია (4,5) – შოთა აზალაძე (4,5) 0:1; ნიკა ვოლკოვი (4,5) – ალექსანდრე ყაშაშვილი (4,5) 0:1; თორნიკე ხურციძე (4,5) – გიორგი ნიკოლაშვილი (4,5) 0,5:0,5; ზვიად ფაცია (4,5) – ბექა ფიფია (4,5) 0:1; რომეო ჩიტაძე (4) – ტარიელ ხუხუნაშვილი (4) 1:0; ირაკლი ჯანიაშვილი (4) – კახაბერ წერეთელი (4) - +; ნოდარ ლორთქიფანიძე (4) – ლეონტი ხუბუნაია (4) 1:0; ალექსანდრე ებრალიძე (3,5) – შალვა ხაბურზანია (3,5) 1:0; გიორგი ცირეკიძე (3,5) – დავით სამნიაშვილი (3,5) + -; გიორგი გორდულაძე (3,5) – გიგლა ბენიძე (3,5) 0,5:0,5; ანდრო ერვანდიანი (3,5) – ნინო ხომერიკი (3,5) 1:0; ალექსანდრე ხახუტაშვილი (3) – ოთარ მანგიაშვილი (3) 0,5:0,5; გიორგი ლორთქიფანიძე (3) – ოთარ კოსაშვილი (3) 0:1; ხვიჩა ჩიხრაძე (3) – ვეფხია ხუბულავა (3) 0:1; ამირან სულაძე (2) – უჩა მღვდელაძე (2) 0,5:0,5; ნიკა ჩიგოგიძე (2) – ლაშა ქურდაძე (2) -+; ნოდარ ჩიხრაძე (1) – გელა მასხარაშვილი (2) 0:1.
1.დავით ბენიძე (8), 2. ნიგალიძე (7), 3-4. ჯობავა, სულაშვილი (6,5-6,5), 5-11. ჯავახაძე, პაიჭაძე, გვეტაძე, ჩხაიძე, ჯირკვალიშვილი, შავთვალაძე, ბერაძე (6-6), 12-15. აზალაძე, ყუფარაძე, ყაშაშვილი, ფიფია (5,5-5,5), 16-24. ლომსაძე, ჯამაგიძე, ნ. ლორთქიფანიძე, ნიკოლაშვილი, ჩიქოვანი, ჩიტაძე, რიჟამაძე, წერეთელი, ხურციძე (5-5), 25-30. ფაცია, ხელაია, ვოლკოვი, ცირეკიძე, ერვანდიანი, ებრალიძე (4,5-4,5), 31-39. მაღალაშვილი, ჯანიაშვილი, მორჩიაშვილი, გიგლა ბენიძე, ხუხუნაიშვილი, გორდულაძე, ხუბულავა, კოსაშვილი, ხუბუნია (4-4), 40-45. ნიკოლაძე, ხაბურზანია, სამნიაშვილი, ხომერიკი, ხახუტაშვილი, მანგიაშვილი (3,5-3,5), 46-51. ჭიღლაძე, უგულავა, გ. ლორთქიფანიძე, მასხარაშვილი, ქურდაძე, ხვიჩა ჩიხრაძე (3-3), 52-55. გურამიშვილი, ქუმსიაშვილი, სულაძე, მღვდელაძე (2,5-2,5), 56. ჩიგოგიძე (2), 57. ნოდარ ჩიხრაძე (1).
როლანდ ლაბუჩიძე







  
















 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09636