დღეს საქართველოს ფეხბურთი ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ უმაღლესი ლიგა 16 გუნდიანი იქნება. ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, მაგრამ უკვე გადაწყვეტილია და პარასკევს ოფიციალურად გამოცხადდება.
ამის თაობაზე განაცხადეს სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ. სხვათაშორის ლევან ყიფიანი იქ შეკრებილ იმ კლუბების გულშემატკივრებსაც გაესაუბრა, რომელთა უმაღლეს ლიგაში თამაშის საკითხი გადაუწყვეტელი იყო.
ასევე ითქვა, რომ გაისად ზაფხულს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა ამუშავდება. მანამდე კი კლუბები გარკვეული რაოდენობის თანხას მიიღებენ.