ცნობილი ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე მიიჩნევს, რომ მის თანამემამულეს, ფრანკ რიბერის, კონკურენტებთან შედარებით, “ოქროს ბურთის” მოგების ნაკლები შანსი აქვს.
“ეჭვგარეშეა, რომ რიბერი ძლიერი ფეხბურთელია. მას ბევრი რამ შეუძლია. თუმცა, ის ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მაინც ჩამორჩება.” – აცხადებს ულიე.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში “ბაიერნთან” ერთად ყველაფრის მომგები რიბერი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე დასახელდა და “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება.