ძიუდო

18:46 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ულან ბატორის მედალოსნებმა რეიტინგშიც იხეირეს

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კაცებში, 7 წონითი კატეგორიიდან 2-ს კვლავ ქართველი ლიდერი ჰყავს. 81 კილოგრამს სათავეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი უდგას. 90 კილოგრამში კი ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი ასევე ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ვარლამ ლიპარტელიანს აქვს.

ჭრიკიშვილის ანგარიშზე 2916 სარეიტინგო ქულაა, რაც შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო შედეგია. თავის წონაში კი საქართველოს ნაკრების წევრი უახლოეს მდევარს – მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ფრანგ ლუის პიეტრის 928 ქულით უსწრებს.

ლიპარტელიანი 2436 ქულით ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ კუბელ ეშლი გონზალესს კი 1780 ქულა მოეპოვება.

თავისი წონის საუკეთესო ხუთეულში კიდევ ორი ქართველი ძიუდოისტია. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი (2280 ქულა) მხოლოდ იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰიშა ტაკატოს (2500) ჩამორჩება. მძიმეწონოსანი ადამ ოქრუაშვილი კი გასულ უქმეებზე გამართულ ულან ბატორის გრან პრიზე მოპოვებული ვერცხლის მედლისა და 180 სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით, მეოთხე ადგილს იკავებს.

ოქრუაშვილს მონღოლური ფინალის წაგება აგვისტოს ბოლოს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ შეიძლება სასარგებლოც იყოს. ულან ბატორში პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში საქართველოს ნაკრების უმძიმესი წევრი სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე სატურნირო ბადეში მთავარი ფავორიტის, ფრანგი ტედი რინერის მხარეს მოხვდებოდა. ამ განლაგებით კი უხვტიტულა გოლიათს ფინალამდე არ შეხვდება (თუ რინერმა მსოფლიოს პირველობამდე საერთაშორისო არენაზე გასვლა არ მოისურვა და წონის ლიდერობა არ დაიბრუნა).

ულან ბატორის გრან პრიზე მოპოვებული ქულებით ყველაზე მეტად ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ისარგებლეს. შეგახსენებთ, მონღოლეთში ორივე ჩემპიონი გახდა და შესაბამისად, 300-300 ქულაც გამოიმუშავეს. ღვინიაშვილი უკვე თავისი წონის მეშვიდე ნომერია, 997 ქულით. ამასთან, ხუთეულის წარმომადგენელ სამხრეთკორეელ კიუ-ვონ ლის მხოლოდ 91 ქულით ჩამორჩება. უახლოეს მდევარს – თანაგუნდელ ზვიად გოგოჭურს კი 54 ქულით უსწრებს.

ტატალაშვილი მეთერთმეტე საფეხურამდე დაწინაურდა. საუკეთესო ათეულში კი საოცარი სიმჭიდროვეა – წონის ლიდერი სლოვენიელი როკ დრაკშიჩი ქართველ ძიუდოისტს მხოლოდ 436 ქულით სჯობნის.

ნუგზარ ტატალაშვილის დარად, მოწინავე ათეულს მიღმა, მაგრამ საუკეთესო ოცეულში არიან: ლევან მატიაშვილი (+100 კგ. მე-14) და ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ. მე-15). უშანგი მარგიანი კი 81 კილოგრამის 21-ე ნომერია.

ყველაზე დაბალი რეიტინგი საქართველოს ნაკრების წევრებს 66 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში აქვთ. 66-ში ლაშა შავდათუაშვილი 23-ე ადგილს იკავებს, მაგრამ, შეგახსენებთ, შავდათუაშვილი უკვე 73 კილოგრამის მოჭიდავეა. ამის გათვალისწინებით, სხვა ქართველ სპორტსმენთაგან ყველაზე ოპტიმისტური შალვა ქარდავას პოზიციაა – 37-ე ადგილი. 100 კილოგრამში კი პირველი სამოცი ადგილი ქართველი ძიუდოისტების გარეშე შეივსო.

სარეიტინგო ცვლილებები ქალთა ნაკრების წევრებსაც შეეხოთ. პირველ ყოვლისა ესტერ სტამის (70 კგ) აღმასვლა უნდა გამოვარჩიოთ. ეროვნული გუნდის ნატურალიზებულმა წევრმა ულან ბატორის გრან პრიზე 120 ქულა გამოიმუშავა და 41-ე საფეხურამდე დაწინაურდა.

ქვემოთ კაცების და ქალების შვიდ-შვიდი წონითი კატეგორიის მოწინავე ხუთეულებს და ყველა ქართველი ძიუდოისტის პირად რეიტინგს გაეცნობით.

 

კაცები

 

60 კგ

1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)                 2500

2 ამირან პაპინაშვილი                                   2280

3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლ)          1780

4 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)   1576

5 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლ)     1488

50 ლუხუმ ჩხვიმიანი                         278

111 პაატა მერებაშვილი                                 72

116 ბეთქილ შუკვანი                          65

122 გიორგი მესაბლიშვილი                     60

155 ლაშა გიუნაშვილი                           36

204 ვაჟა მარგველაშვილი                    13

249 ლერი ჭელიძე                                             2

287 გიორგი ბროლაშვილი             1

 

66 კგ

1 ჩარლეს ჩიბანა (ბრაზილია)                   1736

2 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)                   1519

3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღ)      1500

4 მასაში ებინუმა (იაპონია)               1470

5 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)    1441

23 ლაშა შავდათუაშვილი                     602

37 შალვა ქარდავა                                         395

53 ტრისტან ფეიქრიშვილი              267

108 თორნიკე თათარაშვილი                 91

120 მინდია ლილუაშვილი             72

153 ვაჟა მარგველაშვილი                    48

232 კახა ცაგარელი                             12

252 გელა კელიხაშვილი                           8

266 ვანიკო თოთლაძე                         6

292 გიორგი ქალდანი                            2

 

73 კგ

1 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)                   1444

2 დირკ ვან ტიჩელტი (ბელგია)       1428

3 საგი მუკი (ისრაელი)                            1416

4 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)                  1360

5 ვიქტორ სკვორტოვი (არაბ. გაერთ. საემირ.)        1320

11 ნუგზარ ტატალაშვილი            1108

15 ზებედა რეხვიაშვილი                                   764

34 ლაშა შავდათუაშვილი                     458

162 ზურაბ ნოზაძე                                        45

197 არსენ მაჭარაშვილი                               24

205 ფრიდონ გიგანი                              22

218 ამბაკო ავალიანი                                    18

226 თამაზ კირაკოზაშვილი                 16

272 გიორგი პაპუნაშვილი                     7

309 თენგიზ პაპოშვილი                                   2

 

81 კგ

1 ავთანდილ ჭრიკიშვილი                      2916

2 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)                     1988

3 სვენ მარეხი (გერმანია)                   1550 

4 ტრევის სტივენსი (აშშ)             1410

5 ვიქტორ პენალბერი (ბრაზილია)    1404

19 უშანგი მარგიანი                          600

23 ლევან წიკლაური                504

72 ზებედა რეხვიაშვილი                                   180

237 გიორგი პაპუნაშვილი                     12

256 პაატა ღვინიაშვილი                                   10

269 იასონ ჩილინდრიშვილი                      7

332 ლაშა ზურაბიანი                           1

 

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი             2436

2 ეშლი გონზალესი (კუბა)                       1780

3 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)     1371

4 კირილ დენისოვი (რუსეთი)                      1358

5 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)  1088

7 ბექა ღვინიაშვილი                            997

8 ზვიად გოგოჭური                             943

113 პაატა ღვინიაშვილი                                   70

176 ლაშა ტაველური                               20

191 არჩილ გოგოლაშვილი                        12

 

100 კგ

1 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)                  2166

2 ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი)         1995

3 სირილ მარე (საფრანგეთი)                     1822

4 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)                       1620

5 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)               1240

61 ალექსანდრე მსხალაძე                  157

62 ლევან ჟორჟოლიანი                           151

68 დავით ლორიაშვილი                            139

76 გურამ თუშიშვილი                          125

105 ნოდარ მეტრეველი                         62

108 ვარლამ ლიპარტელიანი                     60

140 ლაშა გურული                                 31

188 გიორგი ნოზაძე                             8

 

+100 კგ

1 ფაიცელ ჯაბალაჰი (ტუნისი)                      2236

2 რაფაელ სილვა (ბრაზილია)                        2110

3 ტედი რინერი (საფრანგეთი)                    2050

3 ადამ ოქრუაშვილი                            1991

5 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)      1210

14 ლევან მატიაშვილი                           778

80 ნოდარ მეტრეველი                           100

86 გიორგი ზაქარიაძე                          83

128 ონისე ბუღაძე                                        39

166 როსტომ ხახალეიშვილი                    4

 

ქალები

 

48 კგ

1 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლ)        2598

2 სარა მენეზეში (ბრაზილია)                  2182

3 ევა ჩერნოვიცკი (უნგრეთი)                1310

4 მარია სელია ლაბორდე (კუბა)   1240

5 ტასიანა ლიმა (გვინეა ბისაუ)  1138

 

52 კგ

1 მაილინდა კელმენდი (კოსოვო)           3380

2 ერიკა მირანდა (ბრაზილია)                   2150

3 მერინ კრაე (გერმანია)                                 1590

4 იუკი ჰაშიმოტო (იაპონია)                   1540

5 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)     1528

 

57 კგ

1 მირიამ როპერი (გერმანია)                 2276

2 რაფაელა სილვა (ბრაზილია)          2112

3 ოტომნ პავია (საფრანგეთი)                2070

4 მარტი მალოი (აშშ)                            1672

5 კეტლინ ქუადროში (ბრაზილია)     1608

195 მარიამ ციხელაშვილი                     2

195 სალომე აბაშიძე                          2

 

63 კგ

1 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)           2700

2 იარდენ გერბი (ისრაელი)            2562

3 ანიჩკა ვან ემდენი (ჰოლანდია)        1741

4 კანა აბე (იაპონია)                           1430

5 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრ)           1367

96 შორენა შარაძე                                        63

181 ნინო მარტიაშვილი                         2

 

70 კგ

1 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)                     2860

2 ლაურა ვარგას კოხი (გერმანია)           2370

3 იორი ალვეარი (კოლუმბია)                     1812

4 კელიტა ზუპანჩიჩი (კანადა)              1678

5 სალი კონვეი (ბრიტანეთი)                     1308

41 ესტერ სტამი                                    268

139 თეა სუხიტაშვილი                           2

 

78 კგ

1 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)            2190

2 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)                 2100

3 ანამარი ველენსეკი (სლოვენია)           1626

4 აბიგელ იო (უნგრეთი)                           1608

5 ლუიზ მალზანი (გერმანია)                   1540

121 ნინო ოძელაშვილი                           2

 

+78 კგ

1 იდალის ორტიზი (კუბა)               2748

2 მარია სუელენ ალტემანი (ბრაზ)           2330

3 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)                        2010

4 ემილი ანდეოლი (საფრანგეთი)   1658

5 ეუნკიეონგ კიმი (სამხრეთ კორეა)     1464

75 ელენე ქებაძე                                            60

90 ირინე ლეონიძე                                             37

0.122083