თამაშგარე

16:59 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ულამაზესმა ბიანკა ბალტიმ ყველა გადარია

ულამაზესი იტალიელი მოდელი, ბიანკა ბალტი, მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და გულმისავალ ქალად ითვლება. ბიანკაზე გული არაერთ ადამიანს აქვს შევადნილი და ამ ქალის ყოველ გავლა-გამოვლას, თან დიდი გულისფანცქალი და ამოოხვრები ახლავს ხოლმე.

ამასწინათ, ერთ-ერთ სალაღობო ინტერვიუში, ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ალესიო ტაკინარდიმ, ნახევრად ხუმრობით განაცხადა, რომ ცოლის ერთგული კაცია და ცოლისათვის არასოდეს უღალატია, თუმცა თუკი ბიანკა ბალტისთან თანაყოფის საშუალება მიეცემა, მაშინ ცოლის ღალატისაგან თავს უბრალოდ ვერ შეიკავებს. 

ეს ყველაფერი ალესიომ როგორც ვთქვით ნახვერად ხუმრობით თქვა, მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხრათ, ცოტა სიმართლე მაინც რომ არ ერიოს...

0.147802