ფეხბურთი

16:18 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინული პრესა: ოქრიაშვილი “ჩერნომორეცში” ითამაშებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის სატრანსფერო უფლებები დონეცკის “შახტარს” ეკუთვნის, კარიერას ოდესის “ჩერნომორეცში” გააგრძელებს. ამის შესახებ, უკრაინული ინტერნეტგამოცემა სპორტ.ობოზრევატელ.ცომ-ი იუწყება.

ხსენებული გამოცემის ცნობით, საუბარია არა “შახტარიდან” კონტრაქტის გამოსყიდვაზე, აარმედ, განათხოვრებაზე. სხვათა შორის, აქამდეც, ოქრიაშვილი მარიუპოლის “ილიჩივეცში” იჯარით თამაშობდა.

“ჩერნომორეცში” 21 წლის ქართველმა სერგეი პოლიტოლო უნდა შეცვალოს, რომელიც დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” გადავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ოქრიაშვილმა მარიუპოლელთა რიგები უკვე დატოვა.

აქვე გეტყვით, რომ მისი გადაბირება “სევასტოპოლსაც” სურდა.

თეგებიოქრიაშვილი
0.116809