სხვა

13:59 | 27.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის საერთაშორისო ფრირაიდ-შეჯიბრში ქართველმა მოთხილამურემ ივა წიკლაურმა გაიმარჯვა

უკრაინის საერთაშორისო ფრირაიდ-შეჯიბრი - Ukrainian Freeride Masters Gemba FWQ 2* - 22-24 თებერვალს კარპატებში, გემბის მთის ფერდობზე გაიმართა სხვა და სხვა ქვეყნის 60-მდე ფრირაიდერ მოთხილამურის მონაწილეობით. შეჯიბრი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო  ეტაპია და კლასიფიკაციით 2-ვარსკვლავიანია.
მონაწილეებს კომპეტენტუტი 3-კაციანი  ჟიური აფასებდა 10-ბალიანი სისტემით. შეფასების კრიტერიუმები: ამორჩეული მარშრუტის სირთულე, დაშვების ესთეტიურობა, სისწრაფე, შეუჩერებლად და დაუცემლად სრიალი, ნახტომები და ილეთები, დაშვების კონტროლი, ჟიურის საერთო შთაბეჭდილება.
საქართველოს წამომადგენელმა, 21 წლის ივა წიკლაურმა ყველა კატეგორიაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურა (განსაკუთრებით მარშრუტის სირთულეში და ილეთებში), საერთო ჯამში კი 600 ქულა მოაგროვა და 150 ქულით გაასწრო მეორე პრიზიორს უკრაინელ ანტონ კაიუნს.
ივა წიკლაური „რედ ბულის“ პირველი ბრენდირებული ათლეტია რეგიონში. ის თბილისში დაიბადა (წარმოშობით გუდაურიდანაა), თხილამურზე 4 წლის ასაკში დადგა, 17 წლის კი ფრირაიდში - ყველაზე ექსტრემალურ სპორტის სახეობაში გადავიდა, რის შემდეგაც არაერთ წარმატებას მიაღწია:
ბორჟავა სნოუ ფესტი 2013, უკრაინა – I ადგილი
ბორჟავა სნოუ ფესტი 2012, უკრაინა – I ადგილი
არქტიკ ტამოკ 2012, ნორვეგია - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი - I ადგილი
საქართველოს ფრირაიდ-ჩემპიონატი 2011 - I ადგილი

0.193695