ფეხბურთი

17:42 | 6.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინის პრემიერლიგა 15 მარტს განახლდება

ცნობილი მოვლენების გამო, უკრაინაში პრემიერლიგის ორი ტური არ ჩატარებულა. გადაწყდა, რომ ჩემპიონატი 15 მარტს განახლდება.

გამოტოვებული, მე-19 და მე-20 ტურის შეხვედრები როდის გაიმართება, ჯერ უცნობია. როგორც იცით, ჩემპიონატი კი არა, უკრაინის ნაკრების მიერ კვიპროსზე აშშ-სთან ამხანაგური მატჩის გამართვაც კი საეჭვო გახლდათ – ბევრმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დროს ამ შეხვედრის ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო, თუმცა მატჩი შედგა და უკრაინამ 2:0 მოიგო.

0.122281