კალათბურთი

19:06 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინამ გასული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი დაამარცხა

უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა საკალათბურთო მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა. მაიკ ფრატელოს შეგირდებმა მსოფლიო პირველობაზე თურქეთს 64:58 სძლიეს და C ჯგუფში აშშ-ს ეროვნული გუნდის კვალად მე-2 ადგილზე გადაინაცვლეს.

მწირქულიანი (25:26) პირველი ტაიმის კვალად, შეხვედრის ბედი მე-2 ნახევარში გადაწყდა, რომელშიც უკრაინელებმა გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტს არაფერი დაუთმეს.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელთა ლიდერ – ნატურალიზებულ ამერიკელ პუჰ ჯეტერს ასპარეზობა არ წაუვიდა (მან 10-დან მხოლოდ 2 ტყორცნა გამოიყენა და 33 წუთში 10 ქულა მოაგროვა), მატჩის ბოლო წუთებზე ფრატელოს ბიჭები უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.

გამარჯვებულთა რიგებში 19 ქულით მიშულა გამოირჩა, ხოლო ზაიცევმა 12 ქულა ჩააგდო. თურქთაგან პრელძიჩმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო აშიკმა 16 ქულას ერთბაშად 20 მოხსნა წაამატა, თუმცა, მისი დიდებული გარჯა წყალში გადაყრილი აღმოჩნდა.

მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. C ჯგუფი. ბილბაო

უკრაინა – თურქეთი 64:58 (13:13, 12:13, 16:13, 23:19)

0.103996