ჩოგბურთი

18:44 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონზე სენსაციები გრძელდება

 წლევანდელ უიმბლდონს პირველ-მეორე ეტაპებზე რაფა ნადალი, როჯერ ფედერერი, მარია შარაპოვა, ვიკტორია აზარენკა გამოაკლდა და გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ სხვა ფავორიტები მინიმუმ მეოთხედფინალში მაინც გავიდოდნენ, თუმცა, მამაკაც ერთეულთა თანრიგის მსგავსად ახალი ჩემპიონი ქალებსაც ეყოლებათ. უიმბლდონის ხუთგზის გამარჯვებულმა სერენა უილიამსმა მსოფლიო რეიტინგსიის 24 ნომერ, 23 წლის გერმანელ საბინ ლისიცკისთან 6:2, 1:6, 6:4 წააგო და წლევანდელი შეჯიბრების 8 საუკეთესო მოთამაშეს შორის ვერ გააღწია.

შეხვედრა საათსა და 57 წუთს გაგრძელდა. უილიამსისა და ლისიცკის ანგარიშზე 5-5 ბრეიკია, სერენამ 7, საბინმა კი 9 ეისი შეასრულა.  ეს ამ მეტოქეთა მესამე დაპირისპირება გახლდათ და ლისიცკიმ პირველად მოახერხა უილიამს-უმცროსის ძლევა.

მეოთხედფინალში ლისიცკი ესტონელ კაია კანეპის შეხვდება. ბალტიისპირელმა მერვედფინალში ბრიტანელ ლორა რობსონს მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121008