უიმბლდონის ახალგამომცხვარმა ჩემპიონმა ქალ ჩოგბურთელთა შორის მარიონ ბარტოლიმ “მარსელის” ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “მარსელის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
როგორც ირკვევა, ბარტოლი ბავშვობიდან ხსენებულ ფრანგულ კლუბს გულშემატკივრობს და მარსელელებთან წვრთნით კმაყოფილი დარჩა.
“მარსელი” ჩემს გულში ბავშვობიდანაა და ამიტომ, ძალიან კარგია, რომ საყვარელ გუნდთან ერთად ვივარჯიშე”, – იუწყება ბარტოლის სიტყვებს ფრანგული პრესა.







