უიმბლდონის ქალთა ერთეულთა ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილი იტალიელი სარა ერანი შეჯიბრებას პირველსავე წრიდან ჩამოშორდა. აპენინელი 2 სეტით პეურტორიკოელ მონიკა პუიგთან 3:6, 2:6 დამარცხდა.
სადღეისოდ რეიტინგსიის 65-ე ნომერმა, 19 წლის პუიგმა საათისა და 22 წუთი სათამაშო დროის განმავლობაში 4 ეისი შეასრულა. სარა ერანი და მონიკა პუიგი დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.
პუერტორიკოელის მომდევნო წრის მეტოქეს ესპანელი სილვია სოლერ-ესპინოსას და იაპონელი მისაკი დოის დაპირისპირება გამოავლენს.