ფეხბურთი

13:25 | 2.09.2013 | ნანახია 848 - ჯერ

უილშირი უკრაინასთან ითამაშებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯეკ უილშირი, მცირე დაზიანების მიუხედავად, უკრაინის ეროვნულ გუნდთან თამაშს შეძლებს. ამის შესახებ ლონდონის “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა განუცხადა კლუბის ოფიციალურ საიტს.

“უილშირს ინფექცია ჰქონდა, მაგრამ ეს სანაკრებო მატჩებში ხელს არ შეუშლის”, - თქვა ფრანგმა.

მოგეხსენებათ, უილშირმა “ტოტენჰემთან” ლონდონურ დერბიში მოედანი 43-ე წუთზე, იძულებით დატოვა.

ცნობისათვის, ინგლსისა და უკრაინის ნაკრებები ერთმანეთს 10 სექტემბერს დაუპირისპირდებიან.

 


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:17 | 02.09.2013
gioliver (964)

ეს კაცი უნდა იყოს ინგლისის ნაკრების ძირითადში და არა კლევერლი, მართლაც რომ კლე-ვერლი! მანჩესტერის ფანებს რო კითხო კლე-ვერლი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ხო და გყავდეთ მაშინ, მაგაზე უკეთესი არ გეშოვოთ

14:21 | 02.09.2013
konja_97 (2)

ინგლისის ნაკრების საუკეთესოა რუნისთან ერთად

14:15 | 02.09.2013
Becks23 (1117)

ძალიან მაგრად მომწონს ეს ბიჭი ბავშობიდან მიდი ჯეკ ლიდერი უნდა იყო ნაკრების სულ.

14:09 | 02.09.2013
shukovani (309)

მანჩესტერ იუნაიტედი , მანჩესტერ სიტი , ჩელსი , არსენალი , ტოტენჰემი , ლივერპული... არა მარტო 4 - ეულისთვის არამედ ჩემპიონობისთვისაც უნდა იბრძოლონ აქედანვე თუ შევხედავთ... პლიუს ამას ევერტონიც ჩაებმება ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში...))))

14:25 | 02.09.2013
chochni-gunner (451)

ევერტონი ვერსად ვერ ჩაებმება

14:08 | 02.09.2013
shukovani (309)

იოზილიც თუ გადავიდა არსენალში... წელს ძალიან მაგარი ჩემპიონატი იქნება...

14:00 | 02.09.2013
Jonas (1094)

ჯეკი

0.121755