ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა, ჯეკ უილშირმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დენი უელბეკი შესანიშნავი შენაძენია მისი გუნდისთვის და დენის დიდი იმედი აქვს.
“უელბეკი შესანიშნავი შენაძენია. ის ძალიან გაგვაძლიერებს. “არსენალის” გარდა, იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად ინგლისის ნაკრებშიც კარგად ვითამაშებ.
დენი ენთუზიაზმით სავსეა. ბევრს დარბის, ეხმარება მცველებს და ფლობს ბევრ სასარგებლო თვისებას. ბევრს ჰგონია, რომ ის ტექნიკაში მოიკოჭლებს, რაც ტყუილია. უელბეკი შესანიშნავად ფლობს ბურთს. დარწმუნებული ვარ, რომ “არსენალის” გარდა, მისით ბევრი კლუბი ინტერესდებოდა”. – განუცხადა ჟურნალისტებს ჯეკ უილშირმა.
შეგახსენებთ, რომ უელბეკი “არსენალს” 31 აგვისტოს შეუერთდა. 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” 20 მილიონი ევრო მიიღო.
ირაკლი ალიმბარაშვილი