ჩოგბურთი

11:47 | 31.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უილიამსებს ვერ გაუმკლავდნენ

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ და უკრაინელმა ოლგა სავჩუკმა აშშ-ს ღია პირველობაზე ასპარეზობა დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-უკრაინულმა დუეტმა საწყისი რაუნდი დასძლია, მე-2 წრეში კი დებ უილიამსებს ვეღარ გაუმკლავდა.

სერენას და ვენუსის უპირატესობა აშკარა გახლდათ და მათ ოქსანას და ოლგას 6:2, 6:1 სძლიეს.

0.114066