თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ჩეხმა დუშან უჰრინმა იმ 18 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფის საპასუხო მატჩში “ტოტენჰემთან” სათამაშოდ ლონდონში გაემგზავრებიან.
“დინამოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, 28 აგვისტოს, ინგლისში გუნდი ჩარტერული რეისით ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა.
მცველები: გიორგი სეთურიძე, გივი კვარაცხელია, გიორგი გველესიანი, დავით ხურცილავა, დავით კვირკველია, გიორგი შაშიაშვილი, დარკო გლიშიჩი.
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, დორინ გოგა.
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, პატრიკ ვუო.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი “დინამომ” თბილისში 0:5 წააგო.