დუშან უჰრინ-უმცროსი ჩეხური “პლზენიდან” გაუშვეს. ეს მოსალოდნელიც იყო მას შემდეგ, რაც კლუბმა ევროპის ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ 1:4 წააგო რუმინულ “პეტროლულთან” და გავარდა.
უჰრინმა წელიწადნახევარი იმუშავა თბილისის “დინამოში”. მან ჩემპიონობა და თასი მოაპოვებინა დინამოელებს და პლზენში სამუშაოდ შარშან დეკემბერში გადავიდა. საბოლოოდ, ერთი წელიც ვერ უხელმძღვანელა ჩეხურ კლუბს.