ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 35–ე ტური „ლევანტესა“ და „სარაგოსას“ დაპირისპირებით გაიხსნა. სატურნირო თვალსაზრისით, ეს შეხვედრა მანოლო ხიმენესის გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, რადგან გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულა აშორებდა.
მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა – გუნდები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ. ამაზე ის ფაქტიც ნათლად მეტყველებს, რომ მთავარ არბიტრს 7 ყვითელი და 2 წითელი ბარათის ამოღება მოუწია. საგოლე მომენტები ორივე გუნდს საკმარისად ჰქონდა, მაგრამ ერთმანეთის კარს გასაღები ვერაფრით მოარგეს და უგოლოდ გაიყარნენ.
ვალენსია. „სიუდად და ვალენსია“.
ლევანტე – სარაგოსა 0:0
ლევანტე: ნავასი, ნავარო, ლოპესი, კარაბელასი, ვინტრა, დიოპი, ვალდო (სიმანი 58), იბორა, რიოსი (ელ–ზჰარი 75), მიჩელი, აკვაფრესკა (მარტი 84).
მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი
სარაგოსა: ხიმენესი, ლოვენსი (ხოსე მარი 74), მინერო, ფერნანდესი, გონსალესი, პინტერი, აპონიო, მონტანიესი (კარმონა 69), პოშტიგა, როდრი (როჩინა 79), როდრიგესი.
მწვრთნელი: მანოლო ხიმენესი
გაფრთხილებები: იბორა (41), ლოპესი (55), სიმანი (89), ნავარო (90) – როდრიგესი (25), ლოვენსი (34), მინერო (79)
გაძევებები: დიოპი (53), ლოპესი (90)
კარში დარტყმა: 8 (3) – 10 (2) ჯარიმა: 16 - 18 კუთხური: 2 - 9 თამაშგარე: 4 - 1 ბურთის ფლობა: 39% - 61%