ფეხბურთი

18:59 | 23.04.2014 | ნანახია NaN - ჯერ

უგო სანჩესი: “ბარსელონა” უნდა ელოდოს, რომ მესის “რეალი” იყიდის”

 

მადრიდის “რეალის” ლეგენდა უგო სანჩესი “ბარსელონას” ხელმძღვანელობას აფრთხილებს, რომ თუ ლიონელ მესი კატალონიურ გუნდში ბედნიერი არ იქნება, ის კარიერას “სამეფო კლუბში” განაგრძობს.

“მესი ვერ გრძნობს, რომ “ბარსელონა” მას სათანადოდ აფასებს. ამიტომ, ის ბედნიერი არაა.

თუ მესი კატალონიაში ბედნიერი არ იქნება, “ბარსელონა” უნდა ელოდოს, რომ ფეხბურთელს “რეალი” იყიდის.” – ციტირებს სანჩესის სიტყვებს Bein Sport-ი.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მესი “ბარსელონაში” ბედნიერი არაა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 250 მილიონი ევროა. თუმცა, კატალონიურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი “ბარსასთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:17 | 13.05.2018
chele822 (30)

თურმე მარტო ტორპედოს ფანები არ ამტვრევენ სკამეს))

09:34 | 13.05.2018
არეში (277)

ახლა კიბარ უნდა აპროტესტებდნენ ეს ბოლო წლებია ჰამბურგი სულ გასავრდნ ზონაში ასრულებს მარა აქამდე ფლეიოფში ყოჩაღობდნენ ახლა კი ჰაიდა || ბუნდესლიგაში))

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064493
სარეკლამო ადგილი - 99
X x X