ფეხბურთი

13:22 | 23.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

უგო ალმეიდა - ფეხბურთიდან სასტუმროების ბიზნესში

30 წლის პორტუგალიელმა ფორვარდმა უგო ალმეიდამ, შესაძლოა, კარიერა დაასრულოს. თურქული "ბეშიქთაშიდან" წასვლის შემდეგ, ალმეიდა უკლუბოდაა. მის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბები, "ლესტერი", "ჰალი" და ქპრ გამოთქვამენ, თუმცა ფეხბურთელმა ჯერჯერობით ყველა წინადადებაზე უარი თქვა. მიზეზი?

მიზეზი ისაა, რომ ალმეიდა ფიქრობს, ხომ არ შეეშვას თამაშს და თურქეთში სასტუმროების ბიზნესი დაიწყოს. ამ ინფორმაციას ბრიტანული “მირორი” ავრცელებს.

ალმეიდას პორტუგალიის ნაკრებში 56 მატჩი ჩაუტარებია და 19 გოლი გაუტანია. 

ილია კახელიშვილი

 

0.119136