უელსის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ნახევარმცველის ჰარი უილსონის ბაბუამ პიტ ედვარდსმა 200 ათასი დოლარი მოიგო 13 წლის წინ გაკეთებული ფსონის მეშვეობით. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
2000 წელს, ედვარდსმა ფსონი იმაზე გააკეთა, რომ მისი შვილიშვილი ოდესმე უელსის ნაკრების მაისურით ითამაშებს. ამ დროს უილსონი 2 წლის იყო.
მაშინ, ერთ-ერთმა ბრიტანულმა საბუქმეკერო კომპანიამ მიიღო ფსონი, რომლის კოეფიციენტიც 2500 იყო.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბელგიასთან დასკვნით მატჩში (1:1) “ლივერპულის” ნახევარმცველი მოედანზე 87-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
სხვათა შორის, უილსონი უელსის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი აღმოჩნდა და გარეთ ბეილის რეკორდი გააუმჯობესა. დებიუტის დროს უილსონი 16 წლისა და 207 დღის იყო, ხოლო ბეილი - 16 წლისა და 315 დღის.