ფეხბურთი

17:20 | 6.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

უელსის 19-წლამდელთა თავკაცმა სათბილისოდ 18 ფეხბურთელი განსაზღვრა

უელსის 19 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გირეინტ უილიამსმა იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც 13-18 ნოემბერს თბილისში გასამართ ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპზე ითამაშებენ.

უელსის საფეხბურთო ასოციაციის ვებგვერდის ინფომაციით, უილიამსმა არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა.

მეკარეები: ბილი ობრაიანი (“მანჩესტერ სიტი”), მაიკლ ქროუ (“იფსვიჩი”).

მცველები: ბრედლი ვიქჰემი, ჯოშ იორვერთი (ორივე “კარდიფი”), დომინიკ სმიტი (“შრუსბერი”), კარტის სტრონგი (“სტოკი”).

ნახევარმცველები: გეთინ ჯონსი (“ევერტონი”), რობ ევანსი (“რექსემი”), ჯორდან ევანსი (“ფულემი”), კესტონ დევისი (“სუონსი”), დეკლან ჯონი (“კარდიფი”), ჯონ შიჰანი (“სუონსი”), ტომ ოსალივანი (“კარდიფი”).

თავდამსხმელები: ბრედლი რიდი (“ვულვერჰემპტონი”), აბდი ნორი (“კარდიფი”), ჩაიქ ქანდი (“ჩელსი”), ჯორჯ უილიამსი (“ფულემი”), ოვეინ ჯონსი (“სუონსი”).

აქვე გეტყვით, რომ მე-11 შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პირველ თამაშს 13 ნოემბერს სწორედ უელსთან ჩაატარებს. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიამრთება და 14 საათზე დაიწყება.

 

0.120844